კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

უფასო რჩევები: სახელმწიფო აგროპროგრამები

რა პროგრამებს ახორციელებს ”აწარმოე საქართველოში”

2013 წლიდან სახელმწიფო აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მეწარმეს გრანტის ან/და შეღავათიანი კრედიტის მიღებაში, რათა მათ მეტი ეფექტურობით შეძლონ თავისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. ეს პროგრამებია:

რას მოიცავს რჩევები

ყველა პროგრამას აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, დაფინანსების პირობები, შეზღუდვები, პროცედურები, დოკუმენტაციის ჩამონათვალი. შეგვეხმიანეთ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონით და პროექტის თანამშრომლები დაგაკვალიანებენ აკმაყოფილებს თუ არა თქვენი იდეა პროგრამის კრიტერიუმებს, გაგაცნობენ ამ პროგრამის პირობებს, დაგეხმარებიან ახალი შესაძლებლობების დანახვაში, გაგაცნობენ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგათ პროგრამაში ჩართვისათვის.

შემსრულებელი, ფასები და ვადები

რჩევები გაიცემა პროექტის business.org.ge გუნდის მიერ. რჩევები უფასოა. სატელეფონო რჩევების გაცემა დიდ ლოდინს არ მოითხოვს, ელ-ფოსტაზე გამოგზავნილ კითხვებზე პასუხებს მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება