სამშაბათი , მარტი 19 2024
geen

სერვისები

უფასო რჩევები: სახელმწიფო აგროპროგრამები

2013 წლიდან სახელმწიფო აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მეწარმეს გრანტის ან/და შეღავათიანი კრედიტის მიღებაში, რათა მათ მეტი ეფექტურობით შეძლონ თავისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. რჩევები გაიცემა პროექტის business.org.ge გუნდის მიერ. რჩევები უფასოა.

ვრცლად »

უფასო რჩევები დამწყებ აგრომეწარმეებს

დამწყებ აგროსაწარმოებს პროექტი business.org.ge რჩევებით დაეხმარება მომავალი საქმიანობის გონივრულად დაგეგმვაში, რისკების შემცირებაში, სწორი პირველი ნაბიჯების გადადგმაში. აგრომეწარმეებს business.org.ge-ს გუნდი კონსულტაციებს გაუწევს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: შპს-ის რეგისტრაცია, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის...

ვრცლად »

უფასო რჩევები: სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”

2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამა ''აწარმოე საქართველოში'' მეწარმეებს ეხმარება ფინანსებზე ხელმისაწვდომობით და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. ამ მიმართულებებიდან ერთ ნაწილზე პროექტი business.org.ge მეწარმეებს ეხმარება რჩევებით. ეს მიმართულებებია მრეწველობის წახალისება, კინოინდუსტრიის განვითარება, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება.

ვრცლად »

საგრანტო პროგრამებისთვის განაცხადების მომზადება

დამწყები, მცირე და საშუალო საწარმოთა, არაკომერციულ საწარმოთა ნაწილი ეძებს თავისი საქმიანობის დაფინანსების წყაროებს და ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. ეს ორგანიზაციები ითხოვენ ბიზნეს-იდეის თუ პროექტის აღწერას, მიზნების ნათლად და ცალსახად ფორმულირებას, ფინანსურ გაანგარიშებებს, მარკეტინგული ღორნიძიებების აღწერას, რისკების ანალიზს და სხვა მონაცემებს...

ვრცლად »

ბაზრების კვლევა

კვლევის ფასები დამოკიდებულია მის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბაზრის ზომაზე. უმეტესად ფასები 4,500 ლარიდან იწყება, თუმცა მცირე მასშტაბის კვლევების ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს. ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ. კვლევის ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 4 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

ვრცლად »

ბიზნეს-გეგმის მომზადება

ბიზნეს-გეგმის შედგენის ფასები დამოკიდებულია შესასრულებელი ბიზნეს-გეგმის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბიზნესის ზომაზე. უმეტესად ფასები 2,500 ლარიდან იწყება, თუმცა ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ. ბიზნეს-გეგმის შესრულების ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 2 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

ვრცლად »