კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

უფასო რჩევები: სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”

რა პროგრამებს ახორციელებს ”აწარმოე საქართველოში”

2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” მეწარმეებს ეხმარება ფინანსებზე ხელმისაწვდომობით და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. ამ მიმართულებებიდან ერთ ნაწილზე პროექტი  business.org.ge მეწარმეებს ეხმარება რჩევებით. ეს მიმართულებებია:

  • მრეწველობის წახალისება
  • კინოინდუსტრიის განვითარება
  • სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება
რას მოიცავს რჩევები

ყველა პროგრამას აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, დაფინანსების პირობები, შეზღუდვები, პროცედურები, დოკუმენტაციის ჩამონათვალი. შეგვეხმიანეთ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონით და პროექტის თანამშრომლები დაგაკვალიანებენ აკმაყოფილებს თუ არა თქვენი ბიზნეს-იდეა პროგრამის კრიტერიუმებს, გაგაცნობენ ამ პროგრამის პირობებს, დაგეხმარებიან ახალი შესაძლებლობების დანახვაში, გაგაცნობენ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგათ პროგრამაში ჩართვისათვის.

შემსრულებელი, ფასები და ვადები

რჩევები გაიცემა პროექტის business.org.ge გუნდის მიერ. სახელმწიფო პროექტის ”აწარმოე საქართველოში” შესახებ რჩევები უფასოა. სატელეფონო რჩევების გაცემა დიდ ლოდინს არ მოითხოვს, ელ-ფოსტაზე გამოგზავნილ კითხვებზე პასუხებს მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება