პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ბიზნეს-გეგმის მომზადება

რას მოიცავს ბიზნეს-გეგმა
  • სად იმყოფება დღეს ბიზნესი, სად სურს მას მისვლა და რა გზა უნდა გაიაროს ამისთვის
  • ბიზნესის დიაგნოსტიკა, მიზნების დასახვა, სამოქმედო გეგმა
  • მართვა, მარკეტინგი, ფინანსები, ტექნოლოგიები, გაყიდვების არხები, რისკები, წარმატების ფაქტორები
  • მოქმედი ბიზნეს-მოდელები, ზუსტი გათვლები, რეალური, კონკრეტული, განხორციელებადი რჩევები
რისთვისაა საჭირო ბიზნეს-გეგმა

საწარმოს ბიზნეს-გეგმა უმეტესად სჭირდება შემდეგი მიზნობრიობით:

  • მეწარმემ, პარტნიორებმა, თანამშრომლებმა დაინახონ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, დაისახონ მიზნები და მიღწევის გზები
  • ბანკიდან კრედიტის მისაღებად
  • მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში/კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად
  • არასახელმწიფო დონორთა პროგრამებში/კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად
შემსრულებელი

ბიზნეს-გეგმას ამზადებს პირველი საკონსულტაციო კომპანია. ეს ორგანიზაცია არის პროექტის business.org.ge ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი. პროექტის იდეა მაშინ წარმოიშვა, როდესაც პირველი საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, განსაკუთრებით კი აგრომეწარმეებზე გაცემული უფასო კონსულტაციების რაოდენობამ წელიწადში 1,000-ს გადააჭარბა. ამის შემდეგ გაიმიჯნა კომერციული და არაკომერციული საკონსულტაციო საქმიანობა – პირველს ახორციელებს პროექტი business.org.ge, მეორეს – პირველი საკონსულტაციო კომპანია.

ფასები და შესრულების ვადები

ბიზნეს-გეგმის შედგენის ფასები დამოკიდებულია შესასრულებელი ბიზნეს-გეგმის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბიზნესის ზომაზე. უმეტესად ფასები 2,500 ლარიდან იწყება, თუმცა ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

ბიზნეს-გეგმის შესრულების ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 2 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

მომზადებული ბიზნეს-გეგმები აგროსექტორში: 2010-2017 წ.წ.
დარგი რაოდენობა
რძის პროდუქტების საწარმო 34
საქონლის ფერმა 8
სასაკლაო/ხორცპროდუქტების საწარმო 8
ხილის გადამამუშავებელი/ხილის პროდუქტების საწარმო 7
ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვების საწარმო 6
მატყლის გადამამუშავებელი/მატყლის პროდუქტების საწარმო 6
რეგიონული აგრო-მას-მედია 6
ღვინის მარანი 5
თაფლის საწარმო 3
ჩაის საწარმო 3
ვეტერინარული სერვისი 2
თხილის საწარმო 2
დაფნის საწარმო 1
სულ 91
მომზადებული ბიზნეს-გეგმები სხვა სექტორებში: 1998-2017 წ.წ.

1998 წლიდან დღემდე მომზადებულია 90-მდე ბიზნეს-გეგმა შემდეგ სექტორებში:

  • სადაზღვევო სისტემა
  • საბანკო სისტემა
  • უმაღლესი განათლების სისტემა
  • სასტუმროები
  • რესტორნები
  • ავტომობილების ბაზარი
  • მობილური ტელეფონების ბაზარი
  • რეგიონული გაზეთი
  • რეგიონული ტელევიზია
  • გამომცემლობები და წიგნების ბაზარი
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • ლუდის ბაზარი
  • ენერგეტიკული სასმელების ბაზარი

***

ბიზნეს-გეგმის საჭიროებისას მეწარმეს შეუძლია გაეცნოს სტატიას ბიზნეს-გეგმა აგროსაწარმოს მაგალითზე, სადაც ჩანს, თუ რა საკითხები იქნება განსახილველი მეწარმესა და საკონსულტაციო კომპანიას შორის.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება