პარასკევი , მარტი 29 2024
geen

სოციალური მეწარმე

ვინ არის “სოციალური მეწარმე“?

სოციალური მეწარმე არის პიროვნება, რომელიც ეწევა ისეთ ინოვაციურ საქმიანობას, რომელსაც გააჩნია საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პოტეციალი. მას აქვთ სურვილი გარისკოს და ჩადოს ძალისხმევა ინიციატივებში, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების შეტანაზეა ორიენტირებული.

სოციალური მეწარმეობის მაგალითებია: მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, საგანმანათლებლო პროგრამები, აუთვისებელი სფეროებისთვის საბანკო მომსახურებების მიწოდება, ეპიდემიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარება და ა.შ. მისი საქმიანობა დაკავშირებულია საზოგადოების საჭიროებებთან, რომლებიც აქამდე ვერ იქნა დაკმაყოფილებული უფრო განვითარებულ საზოგადოებებში ხელმისაწვდომი კონკრეტული მომსახურებით ან პროდუქტით. სოციალური მეწარმის საქმიანობა შეიძლება ასევე მოიცავდეს ზემოხსენებული (განვითარებულ და განვითარებად საზოგადოებებს შორის არსებული) დისბალანსის შემცირებას. ამისათვის იგი ახდენს სოციალური პრობლემების მიღმა ძირეული მიზეზების იდენტიფიცირებას. სოციალური მეწარმის მთავარი მიზანი არა მოგების მიღება, არამედ საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების ფართო გავრცელებაა. თუმცა, წარმატების მისაღწევად მას მაინც მოეთხოვება ფინანსური საზრიანობა.

მეწარმეთა უმეტესობა მოგების გამომუშავებითაა მოტივირებული და ეს მათ ხელს არ უშლით საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენაში. როგორც ადამ სმითმა განმარტა საკუთარ წიგნში “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ” (1776), “იმის მიზეზი, რომ სადილს მივირთმევთ ყასაბის, ლუდის მხდელის ან მცხობელის კეთილგანწყობა კი არაა ჩვენ მიმართ, არამედ მათ მიერ საკუთარი ინტერესების გათვალისწინება”. სმითს სჯეროდა, რომ როცა ადამიანები საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვებისთვისაც სარგებლის მომტანია. მაგალითად, მცხობელს უნდა, რომ არჩინოს საკუთარი ოჯახი. ამისათვის ის აწარმოებს პროდუქტს – პურს, რომელიც კვებავს ასობით ადამიანს.

როგორ მოქმედებენ სოციალური მეწარმეები?

ახალი ჭების აშენების გზით სუფთა წყლის მიწოდების მომსახურება ისეთი საზოგადოებისთვის, რომელიც არ ფლობს ამისათვის საჭირო რესურსს, სოციალური მეწარმეობის კიდევ ერთი მაგალითია. თანამედროვე დროში, სოციალური მეწარმეობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ტექნოლოგიურ აქტივებთან – მაგ. მაღალი სიჩქარის ინტერნეტ-კავშირის შეყვანა შორს დასახლებულ საზოგადოებებში სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციასა და სასწავლო რესურსებზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით; მობილური აპლიკაციები, რომლებიც საზოგადოების საჭიროებებს გამოხატავენ და რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ აუწყონ ქალაქის მმართველობას  საკუთარი პრობლემების შესახებ (იქნება ეს წყლის მილის და ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება თუ განმეორებითი გადატვირთული საგზაო მოძრაობის შემთხვევები); ტექნოლოგია ცალკეულ ინდივიდუალებს საშუალებას აძლევს ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას და პრობლემა განხილვის საგნად აქციონ.

***

სტატიის წყაროა investopedia.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება