კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

ბაზრების კვლევა

რას მოიცავს ბაზრების კვლევა
  • ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტები, საწარმოს პროდუქტების და კონკურენტების პროდუქტების შედარება, ძლიერი და სუსტი მხარეები…
  • ფასები, ფასწარმოქმნა, თვითღირებულებები
  • ბაზრის მოცულობა, ადგილობრივი წარმოება, ექსპორტ-იმპორტი, საწარმოს წილი ბაზარზე…
  • მომხმარებლები, მიზნობრივი სეგმენტები, მყიდველთა მოტივაციური ფაქტორები…
  • სავაჭრო ობიექტები, ექსპორტის გზები, გაყიდვის არხები, დისტრიბუცია, პროდუქტების განაწილება გაყიდვების არხების მიხედვით…
  • ზუსტი, ახალი, საიმედო პასუხები ზემოთ ჩამოთვლილ და საწარმოსთვის საინტერესო სხვა კითხვებზე
შემსრულებელი

კვლევას ამზადებს პირველი საკონსულტაციო კომპანია. ეს ორგანიზაცია არის პროექტის business.org.ge ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი. პროექტის იდეა მაშინ წარმოიშვა, როდესაც პირველი საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, განსაკუთრებით კი აგრომეწარმეებზე გაცემული უფასო კონსულტაციების რაოდენობამ წელიწადში 1,000-ს გადააჭარბა. ამის შემდეგ გაიმიჯნა კომერციული და არაკომერციული საკონსულტაციო საქმიანობა – პირველს ახორციელებს პროექტი business.org.ge, მეორეს – პირველი საკონსულტაციო კომპანია.

ფასები და შესრულების ვადები

კვლევის ფასები დამოკიდებულია მის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბაზრის ზომაზე. უმეტესად ფასები 4,500 ლარიდან იწყება, თუმცა მცირე მასშტაბის კვლევების ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს. ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

კვლევის ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 4 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

კვლევები აგროსექტორში: 2010-2017 წ.წ.

პირველი საკონსულტაციო კომპანია სისტემატურად ატარებს კვლევებს აგროსექტორში. 2010 წლიდან დღემდე ჩატარებულია 100-ზე მეტი შემდეგი ბაზრების კვლევები:

  • რძის პროდუქტები
  • სასაკლაოები
  • ხორცპროდუქტები
  • ხილის პროდუქტები
  • ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვები
  • მატყლი და მატყლის პროდუქტები
  • რეგიონული აგრო-მას-მედია
  • ღვინო
  • თაფლი
  • ჩაი
  • ვეტერინარული სერვისი
  • თხილი
  • დაფნა
კვლევები სხვა სექტორებში

1998-2017 წლებში ჩატარებულია 200-ზე მეტი კვლევა შემდეგ სექტორებში:

  • სადაზღვევო სისტემა
  • საბანკო სისტემა
  • უმაღლესი განათლების სისტემა
  • სასტუმროები
  • რესტორნები
  • ავტომობილების ბაზარი
  • მობილური ტელეფონების ბაზარი
  • რეგიონული გაზეთი
  • რეგიონული ტელევიზია
  • გამომცემლობები და წიგნების ბაზარი
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • ლუდის ბაზარი
  • ენერგეტიკული სასმელების ბაზარი

Comments

Comments

კომენტარის დატოვება