რა პროგრამებს ახორციელებს ”აწარმოე საქართველოში”
2013 წლიდან სახელმწიფო აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მეწარმეს გრანტის ან/და შეღავათიანი კრედიტის მიღებაში, რათა მათ მეტი ეფექტურობით შეძლონ თავისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. ეს პროგრამებია:
- შეღავათიანი აგროკრედიტი
- აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა – პირველადი წარმოების კომპონენტი
- აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა – გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი
- შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
- დანერგე მომავალი – ბაღების კომპონენტი
- დანერგე მომავალი – სანერგეების კომპონენტი
- აგროდაზღვევა
- ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
- აწარმოე საქართველოში – სოფლის მეურნეობის მიმართულება
რას მოიცავს რჩევები
ყველა პროგრამას აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, დაფინანსების პირობები, შეზღუდვები, პროცედურები, დოკუმენტაციის ჩამონათვალი. შეგვეხმიანეთ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონით და პროექტის თანამშრომლები დაგაკვალიანებენ აკმაყოფილებს თუ არა თქვენი იდეა პროგრამის კრიტერიუმებს, გაგაცნობენ ამ პროგრამის პირობებს, დაგეხმარებიან ახალი შესაძლებლობების დანახვაში, გაგაცნობენ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგათ პროგრამაში ჩართვისათვის.
შემსრულებელი, ფასები და ვადები
რჩევები გაიცემა პროექტის business.org.ge გუნდის მიერ. რჩევები უფასოა. სატელეფონო რჩევების გაცემა დიდ ლოდინს არ მოითხოვს, ელ-ფოსტაზე გამოგზავნილ კითხვებზე პასუხებს მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ.