ხუთშაბათი , ნოემბერი 21 2024
geen

სიახლეები

ღორი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის ბოლოს – 164,500 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 962,700 სული იყო, 2017 წლის ბოლოს - 900,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 100,000-მდე სული ცოცხალი ფური და ხარი იყო გასული, 2017 წელს - 133,000-მდე სული. 2016 წელს ექსპორტირებული 1 სული საქონლის საშუალო წონა 207 კგ.-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 148 კგ.-ს. იმპორტის რაოდენობა ორივე წელს უმნიშვნელოა. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე..

ვრცლად »

პოზიტიურობა, როგორც ჯანმრთელობისა და წარმატების საფუძველი: ნაწილი I

როდესაც პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, თითოეული ჩვენგანი იღებს რჩევას - „შეინარჩუნე პოზიტიურობა“. გამოწვევა მით უფრო დიდია, რაც უფრო არარეალისტურად ჟღერს „ნახევრად სავსე ჭიქის“ სიბრძნე. ძნელია დადებით პოზიციაზე მოახდინოთ ფოკუსირება, როცა პოზიტიურობა მხოლოდ მეოცნებე აზროვნებად გესახებათ. რეალური დაბრკოლება პოზიტიურობისთვის არის ის, რომ ჩვენი ტვინი საფრთხეების ძიებაზე მომართული სენსორია. გადარჩენის ეს მექანიზმი კარგად ემსახურებოდა კაცობრიობას...

ვრცლად »

7 წესი ეფექტური დელეგირებისთვის

ბიზნესის აგებისა და მართვის პროცესში საჭიროა ბევრი ქუდის მორგება. თქვენ მოგიწევთ გამყიდველის, ინოვატორის, ფინანსური მენეჯერისა და ლიდერის როლის თამაში, ამასთან მთელი დღის განმავლობაში რუტინულ, წვრილ-წვრილ ამოცანებთან გამკლავება. მალე შენიშნავთ, რომ საქმისგან მიღებულ თავდაპირველ სიამოვნებას ხანგრძლივი სამუშაო საათები, ღამეები, დაკავებული შაბათ-კვირები ჩაანაცვლებს და გადასაჭრელ ამოცანათა მუდმივად მზარდ დასტაზე კონტროლს დაკარგავთ. როდესაც ამ ეტაპზე მიხვალთ ...

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2018, იანვარი

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა (ზრდა +23%). ყველაზე მეტი ვიზიტი  აზერბაიჯანიდან (+0.8), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან...

ვრცლად »

ინტერაქტიული რუკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიული რუკები მოამზადა.  თემატური ინტერაქტიული რუკები მომზადდა როგორც რეგიონულ, ასევე თვითმმართველი ერთეულებისა და სხვადასხვა ტიპის დასახლებების დონეზე. რუკები მოიცავს ინფორმაციას მოსახლეობის გეოგრაფიული განაწილების, სიმჭიდროვის, ასაკის, გენდერული განაწილების, ეროვნების, ქართული ენის ცოდნის...

ვრცლად »

13 თვისება სხვა ადამინების სიმპათიის მოსაპოვებლად

ბევრს სჯერა, რომ სხვათა სიმპათიის მოპოვება ადამიანის ბუნებრივი, ხელშეუხებელი თვისებაა და მას მხოლოდ იღბლიანი, კარგი გარეგნობის, სოციალური უნარების მქონე და განსაკუთრებულად ნიჭიერი იშვიათობა ფლობს. ადვილია ამ ცრურწმენის გაბათილება. სინამდვილეში თქვენს სოციალურ მიმზიდველობას თქვენვე აკონტროლებთ ემოციური ინტელექტის საშუალებით (EQ – Emotional Intelligence). კვლევამ, რომლის ფარგლებშიც რესპოდენტები აფასებდნენ 500 ზედსართავ სახელს მათ მიერ აღქმული სოციალური მიმზიდველობის...

ვრცლად »

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: 2018, იანვარი

2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 815.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.1  პროცენტით მეტია.  აქედან, ექსპორტი 222.2 მლნ. აშშდოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.6 მლნ. აშშ დოლარი (18.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა. იხილეთ დეტალური ინფორმაცია ბმულზე...

ვრცლად »

რეიტინგი: დემოკრატიის ინდექსი 2017

დემოკრატიის რეიტინგი ყოველწლიურად ბრიტანული გამოცემის "ეკონომისტის" მიერ ქვეყნდება. იგი იკვლევს დემოკრატიის მდგომარეობას 165 დამოუკიდებელ ქვეყანასა და 2 ტერიტორიაში. დემოკრატიის ინდექსი დაფუძნებულია 5 კრიტერიუმზე: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი; სამოქალაქო თავისუფლება; მთავრობის ფუნქციონირება; პოლიტიკაში ჩართულობა; პოლიტიკური კულტურა. თითოეულ ამ მაჩვენებელში მიღებულ ქულაზე დაყრდნობით ხდება კონკრეტული ქვეყნის 4-დან ერთ რომელიმე ჯგუფზე მიკუთვნება...

ვრცლად »

კონკურსი “ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის”

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ და იწვევს კერძო სექტორის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ქალების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებაში. კონკურსი გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალებს მიიღონ განათლება, გააქტიურდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში, ყველა დონეზე და მოახდინონ...

ვრცლად »