ოთხშაბათი , აპრილი 24 2024
geen

ინტერაქტიული რუკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა  გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიული რუკები მოამზადა.

თემატური ინტერაქტიული რუკები მომზადდა როგორც რეგიონულ, ასევე თვითმმართველი ერთეულებისა და სხვადასხვა ტიპის დასახლებების დონეზე. რუკები მოიცავს ინფორმაციას მოსახლეობის გეოგრაფიული განაწილების, სიმჭიდროვის, ასაკის, გენდერული განაწილების, ეროვნების, ქართული ენის ცოდნის, აღმსარებლობის, განათლების დონის, ეკონომიკური აქტიურობის, შინამეურნეობების შემადგენლობისა და საბინაო პირობების შესახებ.

საქსტატმა გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების გამოყენება მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოების დროს დაიწყო. იგი აუმჯობესებს მონაცემთა სიზუსტესა და ხარისხს, ხელს უწყობს რესურსების ეკონომიას, ამარტივებს მონაცემთა შეგროვებას და საველე სამუშაოების მონიტორინგს.

გაეცანით ინტერაქტიულ რუკებს დეტალურად ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება