კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

13 თვისება სხვა ადამინების სიმპათიის მოსაპოვებლად

ბევრს სჯერა, რომ სხვათა სიმპათიის მოპოვება ადამიანის ბუნებრივი, ხელშეუხებელი თვისებაა და მას მხოლოდ იღბლიანი, კარგი გარეგნობის, სოციალური უნარების მქონე და განსაკუთრებულად ნიჭიერი იშვიათობა ფლობს. ადვილია ამ ცრურწმენის გაბათილება. სინამდვილეში თქვენს სოციალურ მიმზიდველობას თქვენვე აკონტროლებთ ემოციური ინტელექტის საშუალებით (EQ – Emotional Intelligence). კვლევამ, რომლის ფარგლებშიც რესპოდენტები აფასებდნენ 500 ზედსართავ სახელს მათ მიერ აღქმული სოციალური მიმზიდველობის მნიშვნელოვნებაზე დაყრდნობით, აჩვენა, რომ ყველაზე მაღალრეიტინგულ ზედსართავ სახელებს არაფერი ჰქონდათ საერთო შემდეგ ეპითეტებთან – სოციალური, განათლებული და მიმზიდველი (შინაგანი მახასიათებლები). პოპულარული ზედსართავები აღმოჩნდა: გულწრფელობა, გულახდილობა და გაგების უნარი (სხვა ადამიანის შეფასება). ეს სიტყვები აღწერს ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ემოციური ინტელექტის სოციალური მიმართულების უნარებს. ისინი, როგორც წესი, არა მარტო საზოგადო სიმპათიით სარგებლობენ, არამედ სხვებთან შედარებით გაცილებით ეფექტურნი არიან სამუშაო პროცესებში.

ემოციურად ინტელიგენტი ხალხის ქცევები და უნარები, რაც აქცევთ მათ საზოგადოების მოწონების ობიექტად, შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ისინი სვამენ კითხვებს

ძალიან დიდი შეცდომაა მოსმენის დროს ფოკუსირება არა ნათქვამზე, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოთ. ამ შემთხვევაში მთხრობელის სიტყვები გარკვევითაა ნათქვამი, მაგრამ მათი მნიშვნელობა იკარგება.

მარტივი გზა ამ პრობლემის ასაცილებლად ბევრი კითხვის დასმაა. ადამიანებს უყვართ იმის დაფიქსირება, რომ მათ უსმენენ. დამატებითი შეკითხვები კი იმის მაჩვენებელია, რომ არა მარტო უსმენთ, სასაუბრო თემაც საინტერესოა თქვენთვის. თქვენ გაკვირვებული დარჩებით იმის აღმოჩენით, თუ რამდენი პატივისცემის და დაფასების მიღება შეიძლება უბრალოდ კითხვების დასმით.

2. საუბრისას ტელეფონი გადადებული აქვთ

არაფერი ისე არ უკარგავს ადამიანებს ინტერესს თქვენ მიმართ, როგორც შუა დიალოგში ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან ხშირი მზერა ტელეფონისკენ. როდესაც საუბრობთ, მთელი თქვენი ენერგია უნდა იყოს მობილიზებული საუბარზე. ამის შემდეგ ის უფრო ეფექტური და სასიამოვნო პროცესი გახდება.

3. ისინი არიან გულწრფელები

სხვათა სიმპათიის მოსაპოვებლად აუცილებელია გულწრფელობა. არავის მოსწონს ყალბი ადამიანი. ხალხი თავს იყრის გულახდილი პიროვნებების გარშემო, რადგან მათ იციან, რომ ასეთი ადამიანის ნდობა შეიძლება. სხვა შემთხვევაში რთულია ის, რომელიც არ იცი სინამდვილეში როგორია და რას გრძნობს.

მიმზიდველი ადამიანები იცნობენ საკუთარ თავს და საკმარისად თავდაჯერებულნი არიან იმისათვის, რომ საკუთარ კანში თავი კომფორტულად იგრძნონ. იმაზე კონცენტრირებით, რაც გამოძრავებთ და ბედნიერს გხდით, გაცილებით უფრო საინტერესო გახდებით, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით, რაც ფიქრობთ რომ სხვის თვალში პლიუსს დაგიწერთ.

4. არ უგულებელყოფენ კრიტიკას

გახსნილობა ადამიანებთან ურთიერთობას აადვილებს და საინტერესოს გხდით. პიროვნებას, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს შეხედულებები და არ სურს განსხვავებული აზრის მოსმენა, ერიდებიან.

არსებითად მნიშვნელოვანია გახსნილი გონება სამუშაო სივრცეში, სადაც ეს თვისება ეხმარება ადამიანს ახალ იდეებთან და დამხმარე მეთოდებთან წვდომაში. წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტიკული შეხედულებების თავიდან ასარიდებლად გჭირდებათ სამყაროს დანახვა სხვა ადამიანების თვალით. ეს არ მოითხოვს თქვენგან იმის დაჯერებას, რისიც სხვებს სჯერათ ან მათი ქცევის გამეორებას. ეს ნიშნავს რომ თქვენ შეწყვეტთ კრიტიკის იგნორირებას და დაიწყებთ ამ კრიტიკის მიზეზების ძიებას.

5. არ ეძებენ ყურადღებას

ხალხს ეჯავრება მუდმივად ყურადღებას დახარბებული ადამიანი. სიმპატიის მოსაპოვებლად არ მოგეთხოვებათ ექსტროვერტული ქცევა. ამისათვის მეგობრულობა და თავაზიანობაც საკმარისია. როცა საუბრობთ მეგობრულად, თავდაჯერებულად და ლაკონურად უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობთ, ვიდრე თქვენი მნიშვნელოვნების ჩვენების მუდმივი მცდელობისას. საზოგადოების ყურადღების საგანია პირველ რიგში თქვენი  ქცევა და შემდეგ ის, თუ რა იცით ან რამდენ ადამიანს იცნობთ.

როცა ყურადღება მოგეცემათ, მიმართეთ ფოკუსი იმ ადამიანებისკენ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს თქვენს დასახმარებლად. ფაქტი, რომ თქვენ ყურადღებას უთმობთ სხვებს და აფასებთ მათ დახმარებას თქვენს თავმდაბლობასა და დამფასებლობას უსვამს ხაზს. ეს არის ორი ზედსართავი სახელი, რომელიც მჭიდროდაა მიბმული მიმზიდველობასთან.

6. ისინი არიან თანმიმდევრულნი

იშვიათად თუ მოგიტანთ რამე ისეთ ანტიპატიას, როგორსაც ყველა თემაზე ერთდროულად ლაპარაკი. როცა ადამიანები გიახლოვდებიან, მათ უნდათ გაარკვიონ ვისთან აქვთ საქმე და რა სახის პასუხს ელოდონ. ამისათვის უნდა შეძლოთ იმის ჩვენება, რომ თქვენი განწყობის ცვლილება დამოკიდებულებებს სხვა ადამიანების მიმართ არ ცვლის.

 7. იყენებენ სხეულის ენას

გაეცანით თქვენს ჯესტიკულაციებს, გამოხატვის ფორმებსა, ხმის ტონს და დარწმუნდით იმაში, რომ პოზიტიურ სხეულის ენას ფლობთ. ენთუზიაზმით სავსე ხმის ტონის გამოყენება, გულზე დაკრეფილი ხელების ჩამოშვება, თვალის კონტაქტის შენარჩუნება და საუბრისას მოსაუბრის მიმართულებით გადახრა არის სხეულის ენის ის ფორმები, რასაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ხალხი იყენებს.

სიმართლეა, რომ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს „როგორ ამბობთ“, ვიდრე „რას ამბობთ“.

8. ტოვებენ ძლიერ პირველად შთაბეჭდილებას

კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანთა უმეტესობა გონებაში წყვეტს სიმპათიითაა განწყობილი თქვენ მიმართ თუ არა შეხვედრიდან პირველ 7 წამში, ამის შემდეგ კი მთელი საუბრის განმავლობაში ცდილობს პირველადი შთაბეჭდილების გამართლებას. ეს შეიძლება ცუდად ჭღერდეს, მაგრამ ამის ცოდნა განიჭებთ ერთგვარ უპირატესობას. პირველი შთაბეჭდილებები მჭიდროდ უკავშირდება პოზიტიურ სხეულის ენას. დამხმარე მეთოდებად გამოიყენეთ ძლიერი პოზა, მტკიცე ხელის ჩამორთმევა და ღიმილი.

9. ისინი სახელით მიმართავენ

თქვენი სახელი არის თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივია ძალიან კარგ შეგრძნებას იწვევს სხვა ადამიანის მიერ სახელით მომართვა. ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ მისალმებისას, შეხვედრისას ან საუბრის პროცესში. კვლევებმა ცხადყო, რომ ასეთ შემთხვევებში მოსაუბრეს თავდაჯერება ემატება.

თუ ადვილად იმახსოვრებთ სახეებს, მაგრამ არ შეგიძლიათ იგივე სიმარტივით დაიმახსოვროთ სახელები, გაავარჯიშეთ ტვინი – როცა შეხვდებით ვინმეს, ნუ შეგეშინდებათ მეორედ ჰკითხოთ სახელი.

10. ხშირად იღიმებიან

ადამიანები ბუნებრივად და გაუაზრებლად იმეორებენ იმ ადამიანის სხეულის ენას, ვისაც ესაუბრებიან. თუ გინდათ მოწონება დაიმსახუროთ, გაუღიმეთ მოსაუბრეს და ისინიც ავტომატურად ღიმილით დაგიბრუნებენ კეთილგანწყობას.

11. იციან, როდის გაიხსნან ადამიანებთან

ყურადღებით იყავით და აიცილეთ პირადი პრობლემებისა და აღსარებების ზედმეტად მალე სხვებისთვის გაზიარება. საწინააღმდეგო შემთხვევაში „წუწუნას“ იარლიყი არ აგცდებათ.

12. იციან ვის შეეხონ

როცა საუბრისას ვინმეს ეხებით, თქვენ ხელს უწყობთ ოქსიტოცინის გამოყოფას  მათ ტვინში. ეს არის ნეიროგადამცემი, რომელიც ტვინს ეხმარება აღგჭურვოთ ნდობითა და სხვა დადებითი თვისებებით. მარტივი შეხება მხარზე, ჩახუტება ან მეგობრული ხელის ჩამორთმევა – ესაა ის ყველაფერი, რაც საჭიროა ოქსიტოცინის გამოსაყოფად. რა თქმა უნდა, თქვენ შესაბამის ადამიანს უნდა შეეხოთ შესაბამისი გზით. არასასურველ ან უადგილო შეხებას საპირისპირო ეფექტი აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ ურთიერთობები აიგება არა მარტო სიტყვებით, არამედ ერთმანეთის მიმართ არსებული ზოგადი შეგრძნებებით.

13. აბალანსებენ ვნებას და მხიარულებას

ხალხი თავს იყრის მის გარშემო, ვინც ანთებულია სურვილებითა და ენთუზიაზმით. თუმცა ასეთი ადამიანისთვის ადვილია ამ ვნების დაკარგვა სამუშაო პროცესში და შედეგად მისი დასერიოზულება ან საწყისი ინტერესების დაკარგვა. საყოველთაო სიმპათიის ობიექტი პირები აბალანსებენ საკუთარ ვნებას მხიარულებასთან. სამსახურში ისინი სერიოზულნი თუმცა მაინც მეგობრულნი არიან. ისინი უზრუნველყოფენ საქმის გაკეთებას. მინიმიზებას უკეთებენ მოკლე დიალოგებსა და ჭორებს და ამის ნაცვლად ცდილობენ ჩაერთონ მნიშვნელობით სავსე საუბრებში საკუთარ თანამშრომლებთან. მათ ახსოვთ რა უთხარით გუშინ ან გასულ კვირას და გიჩვენებენ, რომ თქვენ ისევე მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, როგორც საკუთარი სამსახური.

მიმზიდველი ადამიანები შეუფასებელნი და უნიკალურნი არიან. ისინი თავისუფლად ამყარებენ კავშირებს, ჰარმონიას ასადგურებენ სამსახურში, წინა პლანზე გადმოაქვთ გარშემომყოფებში არსებული საუკეთესო თვისებები და ყველაზე მეტს მხიარულობენ.

***

სტატიის წყაროა entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება