კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

პოზიტიურობა, როგორც ჯანმრთელობისა და წარმატების საფუძველი: ნაწილი I

როდესაც პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, თითოეული ჩვენგანი იღებს რჩევას – “შეინარჩუნე პოზიტიურობა”. გამოწვევა მით უფრო დიდია, რაც უფრო არარეალისტურად ჟღერს “ნახევრად სავსე ჭიქის” სიბრძნე. ძნელია დადებით პოზიციაზე მოახდინოთ ფოკუსირება, როცა პოზიტიურობა მხოლოდ მეოცნებე აზროვნებად გესახებათ.

რეალური დაბრკოლება პოზიტიურობისთვის არის ის, რომ ჩვენი ტვინი საფრთხეების ძიებაზე მომართული სენსორია. გადარჩენის ეს მექანიზმი კარგად ემსახურებოდა კაცობრიობას ათასწლეულების წინ, როდესაც მონადირეები და შემგროვები ვიყავით და ყოველდღიურად ვცხოვრობდით შიშით, რომ რაღაცის ან ვიღაცის მსხვერპლნი გავხდებოდით.

დღეს ეს მექანიზმი პესიმიზმსა და ნეგატიურ აზროვნებას იწვევს ადამიანში გონების ფუნქციონირების იმ ტენდენციის საშუალებით, რომელიც მიმართულია საფრთხის აღმოჩენაზე. აღნიშნული “საფრთხეები” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღიარებულ ალბათობას, რომ მოვლენები ცუდი მიართულებით მიმდინარეობს და/ან აპირებს წასვლას. როდესაც საფრთხე რეალურია და ბუჩქების უკან იმალება, ეს მექანიზმი კარგად გემსახურებათ, ხოლო როცა იგი წარმოსახვითია და მთელ ორ თვეს ატარებთ დარწმუნებულნი, რომ მიმდინარე პროექტი კრახს განიცდის, იგი გტოვებთ დამახინჯებული რეალობითა და განადგურებული ცხოვრებით.

პოზიტიურობა და ჯანმრთელობა

პესიმიზმი ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ოპტიმისტები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო ჯანმრთელნი არიან, ვიდრე პესიმისტები. მარტინ სელიგმანმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ამ თემას ვრცელი კვლევა მიუძღვნა. მან დეპრესიის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩინა იმ ადამიანებში, რომლებიც პესიმისტურად აფასებდნენ თავიანთ შეცდომებს და მათ პიროვნულ ნაკლოვანებებთან აკავშირებდნენ. მათგან განსხვავებით, ოპტიმისტები მარცხს გამოცდილებად აღიქვამდნენ და სჯეროდათ, რომ მომავალში უკეთესად იმოქმედებდნენ.

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დაკვირვებისას სელიგმანი მუშაობდა დართმაუსისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად, რომლებიც სწავლობდნენ 25-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანებში პესიმიზმისა და ოპტიმიზმის გავლენას ჯანმრთელობაზე. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პესიმისტების ჯანმრთელობა ასაკთან ერთად ბევრად უფრო სწრაფი ტემპით უარესდება, ხოლო ოპტიმისტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალი სიხშირითა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც პესიმიზმი გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, არ არის გამოვლენილი, იელის და კოლორადოს უნივერსიტეტში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პესიმიზმი ზრდის სიმსივნისა და ინფექციის რისკ-ფაქტორებს სუსტი იმუნური რეაქციის გამო. სხვა კვლევებმა, რომლის ფარგლებშიც ოპტიმისტებსა და პესიმისტებს ერთი და იგივე ვირუსი შეუყვანეს, აჩვენა, რომ ოპტიმისტებს გაცილებით მაღალი იმუნური რეაქცია ჰქონდათ პესიმისტებთან შედარებით.

 

***

სტატიის წყაროა entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება