კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

სიახლეები

10 სიმართლე, რომელსაც ადვილად ვივიწყებთ

საოცარია ის, თუ რამდენად ადვილია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცეების დავიწყება. გადატვირთული გრაფიკი და ყოველკვირეული რუტინა ტვინის ავტოპილოტურ მოქმედებაზე გადასვლას იწვევს. ცხოვრებისთვის აუცილებელი ზოგიერთი სიმართლე გამეორებას საჭიროებს. გაეცანით ქვემოთ მოცემულ სიას, შეინახეთ ის მოსახერხებელ ადგილას და წაიკითხეთ, როცა იგრძნობთ მისი გახსენების საჭიროებას: 1. დაკავებულობა არ ნიშნავს პროდუქტიულობას- შეხედეთ ხალხს თქვენ გარშემო. ყველა მათგანი...

ვრცლად »

ინტერვიუ Creative Art-ის დამფუძნებლებთან დიანა ელოშვილთან და ინგა ბუკიასთან

დიანა ელოშვილი და ინგა ბუკია ხის, კერამიკის, სარკის, მინისა და ნატურალური ქვების გამოყენებით მშვენიერ, დახვეწილ, გემოვნებიან სახლის აქსესუარებს და სამკაულებს ქმნიან. დიანამ და ინგამ ბიზნეს-ჩანაფიქრის გარეშე დაიწყეს ამ ნივთების შექმნა და მეგობრებს გაუზიარეს Facebook-სივრცეში, დამთვალიერებლებისგან კი მყისიერად წამოვიდა მოთხოვნა ამ ექსკლუზიური დიზაინის ხელნაკეთ პროდუქციაზე და ასე იქცა ჰობი წარმატებულ მეწარმეობად. …

ვრცლად »

საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგია

საწარმოს ზომის განსაზღვრა ეფუძნება საწარმოთა ბრუნვის მოცულობას და დასაქმებულთა რაოდენობას და გამოიყენება ბიზნესის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მომზადების მიზნით. საწარმო არის ეკონომიკური ერთეული, რომელიც აწარმოებს საქონელს ან ეწევა მომსახურებას, დამოუკიდებლად იღებს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს საკუთარი რესურსების განაწილების შესახებ (ფლობს გადაწყვეტილებათა მიღებაში თავისუფლების განსაზღვრულ ხარისხს). საწარმო ახორციელებს ერთ ან რამოდენიმე საქმიანობის სახეს, ერთი …

ვრცლად »

ღორი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს – 233,800 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018 წელი, იანვარი

2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,3 % შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,52 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (9,8 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,3 %), რძე, ყველი და კვერცხი (3,0 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული..

ვრცლად »

მეწარმის წარმატებისთვის საჭირო უნარები

ყოველ მეწარმეობის მსურველ ან უკვე არსებულ მეწარმეს მოსვენებას არ აძლევს ერთი უნივერსალური კითხვა: "მაქვს თუ არა ყველაფერი, რაც საჭიროა მეწარმეობისთვის?". ინტერნეტი სავსეა იდეებით, რჩევებითა და გენიალური ფრაზებით, მაგრამ შეკითხვა საჭირო უნარების ფლობასთან დაკავშირებით, მაინც აქტუალური რჩება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ 17 უნარს, რომლებსაც ყველა წარმატების მსურველი მეწარმე უნდა ფლობდეს...მარტივად რომ ვთქვათ, თუ ფულის მართვა არ შეგიძლიათ, ვერც ბიზნესს მართავთ...

ვრცლად »

ცხვარი და თხა: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს - 1,057,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს - 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია. 2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად ორიენტირება დაიწყო ცხვრის ხორცის ექსპორტზე.

ვრცლად »

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 962,700 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს - 952,500 სული. 2016 წელს ექსპორტზე 100,000-მდე სული ცოცხალი ფური და ხარი იყო გასული, 2017 წელს - 133,000-მდე სული. 2016 წელს ექსპორტირებული 1 სული საქონლის საშუალო წონა 207 კგ.-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 148 კგ.-ს. იმპორტის რაოდენობა ორივე წელს უმნიშვნელოა. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: 2017 (წინასწარი მონაცემები)

2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,728.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7,979.2 მლნ. აშშ დოლარი (9.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,251.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში 2012-2017 წწ...

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2017 წლის შედეგები

საქართველოში 2016 წელს 7,554,936 ტურისტი შემოვიდა (ეს 19 %-ით, 1,194,433 ადამიანით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთიდან (1,718,016), აზერბაიჯანიდან (1,694,998), რუსეთიდან (1,392,610) და თურქეთიდან (1,246,745) გვესტუმრა - მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (6,052,369 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 80 % შეადგინა. პუერტო-რიკო, საფრანგეთის გვიანა, ვანუატუ, რეუნიონი - თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს 2 ადამიანი ეწვია...

ვრცლად »