ოთხშაბათი , თებერვალი 26 2025
geen

სიახლეები

ეკონომიკის მიმოხილვა: 2017 წლის სექტემბერი

ეკონომიკის ზრდა რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, 2015 წელს საქართველოში 2.9 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის რეალური ზრდა 2.7 %-ს შეადგენს, 2017 წლის I კვარტალში რეალურმა ზრდამ 5.1 % შეადგინა, ხოლო II კვარტალში – 4.7 %. ფასების დონე 2016 წლისათვის ეროვნული ბანკის …

ვრცლად »

მიკრომარკეტინგი

მიკრომარკეტინგი არის მარკეტინგული სტრატეგია, სადაც რეკლამა მიზნობრივ მომხმარებელთა მცირე ჯგუფზეა ფოკუსირებული. იგი მოითხოვს კონკრეტული აუდიტორიის კონკრეტული მახასიათებლებით (მაგ: ZIP კოდი ან თანამდებობა) განსაზღვრას, რის საფუძველზეც ბიზნესი სარეკლამო კამპანიას ქმნის. მიკრომარკეტინგი ხშირად საკმაოდ ძვირადღირებულია მაღალი სიზუსტისა და მასშტაბის ეკონომიკის არქონის გამო. მარკეტინგი არის ბიზნესის მნიშვნელოვანი ელემენტი კონკურენტულ გარემოში მოღვაწეობისას.

ვრცლად »

ბრენდის იდენტობა

ბრენდის იდენტობა განისაზღვრება იმით, თუ როგორ წარმოაჩენს ბიზნესი საკუთარ თავს და როგორ უნდა მას, რომ გამოიყურებოდეს საკუთარი მომხმარებლის თვალში. ბრენდის იდენტობა განსხვავდება “ბრენდის სახისგან”. იგი მოიცავს: კომპანიის სახელს, ლოგოს, პროდუქტსა და სტიმულირებაში გამოყენებულ ფერებს, ფორმებსა და ვიზუალურ ელემენტებს, რეკლამებში ენის გამოყენების ხერხებს, მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმებს. ეს ყველაფერი ემსახურება მომხმარებლის გონებაში ბრენდის სახის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ბრენდის სახე...

ვრცლად »

სოციალური მეწარმე

სოციალური მეწარმე არის პიროვნება, რომელიც ეწევა ისეთ ინოვაციურ საქმიანობას, რომელსაც გააჩნია საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პოტეციალი. მას აქვთ სურვილი გარისკოს და ჩადოს ძალისხმევა ინიციატივებში, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების შეტანაზეა ორიენტირებული. სოციალური მეწარმეობის მაგალითებია: მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, საგანმანათლებლო პროგრამები, აუთვისებელი სფეროებისთვის საბანკო მომსახურებების მიწოდება, ეპიდემიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარება და ა.შ.

ვრცლად »

უფასო რჩევები: სახელმწიფო აგროპროგრამები

2013 წლიდან სახელმწიფო აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მეწარმეს გრანტის ან/და შეღავათიანი კრედიტის მიღებაში, რათა მათ მეტი ეფექტურობით შეძლონ თავისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. რჩევები გაიცემა პროექტის business.org.ge გუნდის მიერ. რჩევები უფასოა.

ვრცლად »

ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

თუ გსურთ თქვენს ოფისში აღარ დარჩეს მთელი ფანჯრები, გააჭიანურეთ პირველი ჩამტვრეული ფანჯრის გამოცვლა და სასურველ შედეგსაც მიიღებთ. ჩამტვრეული ფანჯრების თეორია ამტკიცებს, რომ წვრილმანი სამართალდარღვევებისადმი საზოგადოების შემწყნარებლობა მთლიანად კრიმინალის დონის ამაღლებას იწვევს. წვრილმანი დარღვევები (ნაგვის დაყრა არასათანადო ადგილებში, ვანდალიზმი, ქუჩებში საჯაროდ თრობა და სხვა მსგავსი) ამის მნახველი ადამიანების დიდ ნაწილს იმავე …

ვრცლად »

ინტერვიუ საკონსულტაციო კომპანია Darts Group-ის დირექტორთან დავით არძენაძესთან

Darts Group დაფუძნდა 2016 წელს და წარმოადგენს ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას. Darts Group მუშაობს აჭარის რეგიონში და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას ბიზნესის წარმატებულად განვითარებისთვის. Darts Group-ის გუნდს შემუშავებული აქვს სხვადასხვა მოცულობის 50-ზე მეტი საინვესტიციო და ბიზნეს-პროექტი. business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო Darts Group-ის დირექტორმა დავით არძენაძემ …

ვრცლად »

ახალი პროდუქტის ფასწარმოქმნის სტრატეგიები

ფასწარმოქმნის სტრატეგიები პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ეტაპების მიხედით იცვება. ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი პროდუქტის გამოშვებისას გვხვდება. არჩევანი ორ სტრატეგიის შორის არის გასაკეთებელი: ე.წ. ,,ნაღების მოხდის’’ ფასწარმოქმნასა და „ბაზარზე შეღწევის“ ფასწარმოქმნას შორის. ბაზარზე ნაღების მოხდის ფასდადების სტრატეგია -  ბევრი კომპანია ახალ პროდუქტზე თავდაპირველად აწესებს მაღალ ფასს, რათა მიიღოს მაღალი შემოსავალი (ასე ვთქვათ ,,ნაღები მოხადოს’’) ბაზრის ყველა ფენიდან.

ვრცლად »

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი VI

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ საბანკო, სადაზღვევო და ტურიზმის ბაზრების მონაცემები. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი nbg.gov.ge აქ იხილავთ საქართველოში რეგისტრირებული საბანკო დაწესებულებების რეესტრს, ცალკეული ბანკების საბაკო სისტემის ჯამურ ფინანსურ მაჩვენებლებს, ფინანსური ინსტიტუტების (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო სქემები…) რაოდენობებს წლებისა და თვეების მიხედვით, ფინანსურ და მონეტარულ სტატისტიკას, ანალიტიკურ …

ვრცლად »

პოზიციონირება: სტრატეგიის შერჩევა

პოზიციონირების მიზნებისთვის კონკურენტული უპირატესობების ამორჩევის შემდეგი ეტაპია პოზიციონირების სტრატეგიის შერჩევა. როგორც წესი, მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს ან მომსახურებას, რომელიც უდიდეს ფასეულობას სთავაზობს მას. მარკეტოლოგებს სურთ ბრენდის მნიშვნელოვან, კონკურენტებისაგან განსხვავებულ სარგებელზე გაამახვილონ ყურადღება. ბრენდის სრულ პოზიციონირებას ეწოდება ბრენდის ფასეულობათა განაცხადი – სარგებლის სრული კომპლექსი, რომლითაც პოზიციონირებულია ბრენდი. ეს არის პასუხი მომხმარებლის კითხვაზე, …

ვრცლად »