პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი VI

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ საბანკო, სადაზღვევო და ტურიზმის ბაზრების მონაცემები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი nbg.gov.ge

აქ იხილავთ საქართველოში რეგისტრირებული საბანკო დაწესებულებების რეესტრს, ცალკეული ბანკების საბაკო სისტემის ჯამურ ფინანსურ მაჩვენებლებს, ფინანსური ინსტიტუტების (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო სქემები…) რაოდენობებს წლებისა და თვეების მიხედვით, ფინანსურ და მონეტარულ სტატისტიკას, ანალიტიკურ ანგარიშებს და მიმოხილვებს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდი insurance.gov.ge

აქ იხილავთ საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების რეესტრს, მათ ფინანსურ მაჩვენებლებს, სადაზღვევო ბროკერების რეესტრს, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდი gnta.ge

აქ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები და ტურიზმის ბაზრების მიმოხილვები, ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ/ჩამოტვირთოთ სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება