სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

სიახლეები

ტურიზმი: 2017 წელი, ნოემბერი

საქართველოს მიმდინარე წლის ნოემბერში 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 201,056 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა  (ზრდა +21.8%). 2017 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი  სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),  თურქეთიდან  (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%), და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია...

ვრცლად »

სტარტაპ საქართველო: აგროპარკი

„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. იგი ეკონომიკური რეფორმის ნაწილია და მისი მიზანია საქართველოში ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებისთვის ხელშეწყობა. პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ბიზნეს იდეა ინოვაციურ ან მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს უნდა ითვალისწინებდეს. ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა...

ვრცლად »

საქართველოს მერძევეობის დარგის მიმოხილვა: 2016 წელი

2016 წელს საქართველოს ნედლი რძის ბაზრის მოცულობა იყო დაახლოებით 0,45 მილიარდი ლარი, ანუ 0.22 მილიარდი აშშ დოლარი. ადგილობრივი რძის წარმოების დაახლოებით მესამედი ინდუსტრიულ გადამუშავებას ექვემდებარება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ბაზრის დიდ წილს შეადგენენ მცირე შინამეურნეობები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი, როგორც ბიზნესოპერატორები და ფორმალურად არ ახდენენ რძის გადამუშავებას. ეს შესაძლებელია წარმოადგენდეს ინვესტიციების...

ვრცლად »

ეკონომიკური ტენდენციები: მშპ, ეკონომიკური ზრდა და ზრდის სტრუქტურა

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური წლიური ზრდა 5.2 პროცენტს შეადგენდა, თებერვალში ზრდა იყო 4.4 პროცენტი, მარტში - 5.3 პროცენტი, აპრილში - 2.1 პროცენტი, მაისში - 5.3 პროცენტი, ივნისში - 4.6%, ივლისში - 3.8%, აგვისტოში - 4.3%, სექტემბერში - 5.0%, ხოლო ოქტომბერში - 5,7%. პირველი ათი თვის ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა. 2017 წლის მეორე კვარტლისთვის, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (ზრდა 16.4...

ვრცლად »

15 რჩევა მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ყველა ადამიანი ბრწყინვალე მეხსიერებით არ იბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი მარტივი ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ განავითაროთ მეხსიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცნობილია, რომ ადამიანების 80 % რამდენიმე დღეში ივიწყებს ახლად მიღებულ ინფორმაციას. მთავარი დაბრკოლება მეხსიერების შენარჩუნებისთვის არაკონცენტრირებულობა და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად ფიქრია. იმისათვის, რომ შეინახოთ გონებაში კონკრეტული ინფორმაცია...

ვრცლად »

ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI)

ადამიანის განვითარების ინდექსი შეიქმნა იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქვეყნის განვითარების შეფასების საბოლოო კრიტერიუმი არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ თავად ხალხი და მათი შესაძლებლობებია. HDI კრიტიკულად აფასებს ეროვნული პოლიტიკის გადაწყვეტილებებს ისეთი ორი ქვეყნის შედარებით, რომელთაც ერთნაირი მთლიანი ეროვნული პროდუქტი (ერთ სულ მოსახლეზე), მაგრამ განსხვავებული ადამიანის განვითარების მაჩვენებლები აქვთ. ეს განსხვავებები წარმოშობს დებატებს სამთავრობო პოლიტიკის ...

ვრცლად »

სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმა

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის...

ვრცლად »

საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი: 2016 წელი

ენერგეტიკული ბალანსის წარმოების საჭიროება დაკავშირებულია გლობალური პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება.  ენერგეტიკული ბალანსის შემუშავებას განაპირობებს მომხარებელთა ფართო წრის მზარდი ინტერესი, რადგანაც ის წარმოადგენს ლოკალური თუ გლობალური პოლიტიკის დაგეგმვის საუკეთესო საშუალებას. 2016 წლის ენერგეტიკული ბალანსი, წინა წლების ბალანსების მსგავსად შედგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ...

ვრცლად »

ბიზნეს სექტორის პროდუქციის სტრუქტურა: 2017 წლის III კვარტალი

2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,4%) და მშენებლობა (21,6%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,0%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,4%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 29,6 პროცენტიანი წილი უჭირავს. შემდეგი ცხრილი ასახავს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლების ცვალებადობას 2017 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური საქმიანობის სახეების...

ვრცლად »

სასაქონლო ოპერაციები და მათი თავისებურებები

ექსპორტი არის საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან საზღვარგარეთ გატანა მისი ქვეყანაში კვლავ შემოტანის ვალდებულების გარეშე. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის...

ვრცლად »