ხუთშაბათი , ნოემბერი 21 2024
geen

სიახლეები

პროექტი ”სტარტაპ საქართველო”

საპარტნიორო ფონდის პროექტი ''სტარტაპ საქართველო'' დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესის თანადაფინანსებას სემდეგი 2 მიმართულებით: ინოვაციური კომპონენტი (ითვალისწინებს ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების დანერგვას) - ''სტარტაპ საქართველოს'' თანადაფინანსების სიდიდეა 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ..

ვრცლად »

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო არის "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო (ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში). თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით, რომელიც განსაზღვრული ვადით გამოიყოფა...

ვრცლად »

საქართველოში მოქმედი გადასახადები

საქართველოში მოქმედებს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სახის გადასახადები. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: საშემოსავლო გადასახადი მოგების გადასახადი დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) აქციზი იმპორტის გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივი გადასახადია: ქონების გადასახადი. ადგილობრივი გადასახადის შემოღებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის...

ვრცლად »

საქართველოს გართობის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს გართობის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი; ბიზნეს-გარემო; ეკონომიკური პერსპექტივა; ტურიზმის მიმოხილვა; კაზინოები; თამაშების რეგულაცია საქართველოში; კვება და სასმელები; ღამის კლუბები; სტადიონები და არენები; ფიტნესი და ცურვა; თეატრები და საკონცერტო დარბაზები; კვლევა მომზადებულია Colliers International-ის მიერ სააგენტოსთვის ''აწარმოე საქართველოში''..

ვრცლად »

საქართველოს სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში თბილისის სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზრის მიმოხილვა ქუთაისის სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზრის მიმოხილვა...

ვრცლად »

სასტუმროების საშუალო ფასები: 2018, მაისი

2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 137 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა - 157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი). 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა - 261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი). 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო..

ვრცლად »

სასარგებლო ინსტრუმენტები: ვალუტის კურსები

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია სასარგებლო ინსტრუმენტი - ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები - რომლითაც შეგიძლიათ იხილოთ ვალუტების კურსები კონკრეტული თარიღების მიხედვით, დაწყებული 1993 წლიდან დღემდე. ამავე გვერდზე ზემოთა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ ლინკები, საიდანაც შეძლებთ შემდეგი მონაცემების ჩამოტვირთვას: ''ოფიციალური ყოველდღიური გაცვლითი კურსები (2018)'', ''ოფიციალური ყოველდღიური გაცვლითი კურსები (2001-2017)''...

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: 2017 წლის 12 თვე

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით 2017 წლის ბოლოს რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი - მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2017 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 441.4 მლნ. ლარი შეადგინა, ანაზღაურებული ზარალების სიდიდე კი 248.8 მლნ. ლარი იყო. 2017 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების წმინდა...

ვრცლად »

მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონები და ღვინის ჯიშები საქართველოში

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია თავისი მდიდარი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კულტურით. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებია: კახეთი (შიდა კახეთი, გარე კახეთი) - კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი. ქართლი (ქვემო..

ვრცლად »

ბროშურა “მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები”

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია პრაქტიკული სახელმძღვანელო მცირე ბიზნესისთვის "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები". ეს სახელმძღვანელო მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურ შეფასებას ასწავლის. ბროშურა ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და საკუთარი ბიზნესის გაძლიერებისთვის მათ პრაქტიკულ და ადვილად აღსაქმელ რჩევებს სთავაზობს. ამასთან, პუბლიკაციაში მოცემულია ქართული...

ვრცლად »