შაბათი , აპრილი 20 2024
geen

სიახლეები

აწარმოე საქართველოში: სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და ბათუმის გარდა. ახალი კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული..

ვრცლად »

წარმატების ისტორიები: აჭარული ჩაი მონღოლეთში

ლევან ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც ისარგებლა აგროკრედიტით და განავითარა თავის სასოფლო-სამეურნეო წარმოება. იგი წარმოშობით აჭარიდანაა, ცხოვრობს ქობულეთში და ქობულეთშივე აქვს ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. ყველაფერი დაიწყო 20 წლის წინ, როდესაც ლევანი თავის მომავალ მონღოლ პარტნიორებსა და მეგობრებს შეხვდა. მათ სურდათ მონღოლეთის ბაზარზე შეეტანათ რაიმე პროდუქტი, შეისწავლეს ადგილობრივი ბაზარი და არჩევანი ქართულ ჩაიზე შეაჩერეს. მათ გადაწყვიტეს..

ვრცლად »

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტის მიზანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს რეფორმების მხარდაჭერა, კერძოდ,  მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით..

ვრცლად »

TED საუბრები: როგორ შთააგონებენ ცნობილი ლიდერები მოქმედებისკენ

რატომ არის Apple ასეთი ინოვაციური? წლების განმავლობაში იგი ინარჩუნებს უპირტესობას კონკურენტებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, Apple ისეთივე კომპანიაა, როგორიც ყველა დანარჩენი, აქვს იგივე წვდომა ადამიანურ რესურსებზე, სააგენტოებზე, კონსულტანტებსა თუ მედიაზე. რატომ გახდა მარტინ ლუთერ კინგი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი? კინგი არ იყო ერთადერთი, რომელიც იტანჯებოდა მისი დროის ამერიკაში და არც ყველაზე ძლიერი ორატორი მთელ ქვეყანაში. რატომ მიაგნეს კონტროლირებადი ფრენის საიდუმლოს მაინცდამაინც..

ვრცლად »

ქართული ავეჯის შესაძლებლობები ევროკავშირის ბაზარზე (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''ქართული ავეჯის შესაძლებლობები ევროკავშირის ბაზარზე'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: საქართველოს ავეჯის ბაზრის მიმოხილვა ქართული ავეჯის ჯგუფი ავეჯის ბაზარი ევროკავშირში მომხმარებელთა ქცევა და ცხოვრების სტილი ევროკავშირში ავეჯის მარეგულირებელი ჩარჩოები ევროკავშირის საქართველოს ავეჯის ბაზრის SWOT-ანალიზი კვლევა მომზადებულია ნათია არსენიშვილის და...

ვრცლად »

საქართველოს საცხოვრებელი ფართების ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს საცხოვრებელი ფართების ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა საცხოვრებელი ფართების ბაზრის ძირითადი პრინციპები თბილისის საცხოვრებელი ფართების ბაზრის მიმოხილვა ბათუმის საცხოვრებელი ფართების ბაზრის მიმოხილვა ქუთაისის საცხოვრებელი ფართების ბაზრის მიმოხილვა კვლევა მომზადებულია...

ვრცლად »

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა ტურიზმის მიმოხილვა საცალო ვაჭრობა თბილისის საცალო ვაჭრობის ბაზრის მიმოხილვა ბათუმის საცალო ვაჭრობის ბაზრის მიმოხილვა ქუთაისის საცალო ვაჭრობის ბაზრის მიმოხილვა კვლევა მომზადებულია Colliers International-ის მიერ...

ვრცლად »

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება: 2018 წ. მაისი

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.  2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში. იხილეთ დეტალები ფასების, საქონლის საგარეო ვაჭრობის..

ვრცლად »

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების ინდექსი (G-EPI)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინდექსი (G-EPI) წარმოადგენს ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მონაცემების კომბინაციას და გვიჩვენებს რამდენად არის გადახრილი არსებული მდგომარეობა სასურველისგან. ინდექსის გაანგარიშებაში მონაწილე მაჩვენებლები და მათი სასურველი სიდიდეები შეირჩა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ის მიხედვით. G-EPI-ს გაანგარიშებაში მონაწილეობს 5 მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ცვლადი: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), ინფლაცია..

ვრცლად »

რეფორმეტრი: სოფლის მეურნეობის რეფორმა

პროექტს "რეფორმეტრი" ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. პროექტმა უნდა გაზარდოს როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ისე ნდობა მთავრობას, კერძო სექტორსა და ზოგადად საზოგადოებას შორის. 2017 წლის 14 დეკემბერს, რეფორმეტრის მეორე ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო..

ვრცლად »