კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

პროექტი ”სტარტაპ საქართველო”

საპარტნიორო ფონდის პროექტი ”სტარტაპ საქართველო” დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესის თანადაფინანსებას შემდეგი 2 მიმართულებით:

  • ინოვაციური კომპონენტი (ითვალისწინებს ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების დანერგვას) – ”სტარტაპ საქართველოს” თანადაფინანსების სიდიდეა 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული.
  • მაღალტექნოლოგიური კომპონენტი (ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები, ტელეკომუნიკაცია) – ”სტარტაპ საქართველოს” თანადაფინანსების სიდიდეა 100,000 ლარამდე.

”სტარტაპ საქართველოს” ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის პირობები და ონლაინ შეავსოთ პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადი. პროგრამა წარმატებით მუშაობს – ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი და თითოეულის მოკლე აღწერა.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება