კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

სასტუმროების საშუალო ფასები: 2018, მაისი

2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა – 157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი).

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა – 261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი).

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 399 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 610 ლარი შეადგინა, კახეთში – 358 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 354 ლარი, ხოლო აჭარაში – 269 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისის თვეში 72 ლარი შეადგინა. მაისში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ბინებს (apartments), Airbnb-ის მიხედვით, მაისში, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ბათუმში დაფიქსირდა-$48, შემდეგ მოდის თბილისი-$44, ფოთი-$42, ქუთაისი-$28 და რუსთავი-$20

იხილეთ სრულად.

***

სტატიის წყაროა PMCG Research.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება