ოთხშაბათი , აპრილი 17 2024
geen

სიახლეები

საარსებო მინიმუმი: იანვარი-ოქტომბერი, 2018

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,"საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ". 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე..

ვრცლად »

საგარეო ვაჭრობა: იანვარი-სექტემბერი, 2018

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 %-ით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ- სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა..

ვრცლად »

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, ოქტომბერი

2018 წელს, წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ზრდამ 5.3 %, ხოლო II კვარტლის საშუალო ზრდამ 5.5 % შეადგინა. რაც შეეხება მესამე კვარტალს, 4.6, 2.0 და 5.6 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 4.9 % შეადგინა. აგვისტოში წინა თვეებთან შედარებით ნაკლები ზრდა დაფიქსირდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაში, რის შედეგადაც საბოლოოდ 2.0 %-იან ეკონომიკურ ზრდას ჰქონდა ადგილი. თუმცა, აღსანიშნავია აქტივობის გაუმჯობესება..

ვრცლად »

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება: 2018, სექტემბერი

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 % შეადგინა, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 %-ით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 %-ს შეადგენს. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის..

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, ოქტომბერი

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 % შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 %), ისე ტანსაცმლის (3,6 %) ქვეჯგუფებზე. ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 %-იანი..

ვრცლად »

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (10 ბანკი და 2 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სახელმწიფო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას..

ვრცლად »

აგროდაზღვევის პროექტი: 2014-2017

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ რისკები სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლის და საშემოდგომო ყინვისაგან. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია დაეზღვეს არაუმეტეს 5 ჰა მიწის ნაკვეთი, გარდა მარცვლეული კულტურებისა, სადაც მიწის მაქსიმალური ფართობი 30 ჰა-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50,000 ლარია, ხოლო დასაზღვევი მიწის ნაკვეთის ფართობი შეუზღუდავია. 2017 წლის პირობების..

ვრცლად »

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა: 2014-2017

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2014-2017 წლებში ხელშეკრულება გაფორმებულია 40 პროექტის ბენეფიციართან, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 24,217,789 აშშ დოლარი და 4,257,803 ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 8,798,143 აშშ დოლარი და 600,000 ლარი. 2017 წელს გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში ხელშეკრულება გაფორმდა 9 ბენეფიციართან ჯამური ღირებულებით 4,352,032 აშშ დოლარი..

ვრცლად »

პროექტი ”დანერგე მომავალი”: 2015-2017

პროექტის მიზანი პროექტის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით გააშენონ მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები და შექმნან სანერგე მეურნეობები. პროექტის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი …

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, აგვისტო

2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.1 % შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1.5 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.44 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16.4 %), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4.8 %). ამასთან, ფასების 16.2 %-იანი კლება დაფიქსირდა..

ვრცლად »