ხუთშაბათი , ნოემბერი 14 2024
geen

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, ოქტომბერი

2018 წელს, წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ზრდამ 5.3 %, ხოლო II კვარტლის საშუალო ზრდამ 5.5 % შეადგინა. რაც შეეხება მესამე კვარტალს, 4.6, 2.0 და 5.6 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 4.9 % შეადგინა.

აგვისტოში წინა თვეებთან შედარებით ნაკლები ზრდა დაფიქსირდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაში, რის შედეგადაც საბოლოოდ 2.0 %-იან ეკონომიკურ ზრდას ჰქონდა ადგილი. თუმცა, აღსანიშნავია აქტივობის გაუმჯობესება სექტემბრის თვეში, განსაკუთრებით კი ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის სფეროებში.

2018 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი ინვესტიციებმა და მარაგების ცვლილებამ შეიტანა, ხოლო წმინდა ექსპორტის წილი უარყოფითი იყო 2017 წლისგან განსხვავებით. წმინდა ექსპორტის გაუარესება გამოწვეული იყო იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდით ექსპორტთან შედარებით, ინვესტიციებმა კი ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მოლოდინით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ წმინდა ექსპორტი იქნება ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი, ასევე მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება ვაჭრობით იყოს გამოწვეული. ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ინვესტიციები. ამასთან, განხორციელებული რეფორმები და მილსადენის პროექტი ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდაზე.

იხილეთ სრულად.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება