ხუთშაბათი , აპრილი 18 2024
geen

სიახლეები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი ”ქართული ჩაი”: 2016-2017

პროექტის მიზანი და პირობები პროექტის მიზანია კერძო სექტორში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის, როგორც აგრარული კულტურის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ჩაის თანამედროვე გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში იურიდიული პირები (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა), რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, მიიღებენ პლანტაციების რეაბილიტაციისათვის …

ვრცლად »

საგარეო ვაჭრობა: იანვარი-სექტემბერი, 2018 (წინასწარი)

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9,124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.8 %-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,448.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 6,676.7 მლნ. აშშ დოლარი (19.1 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4,228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 % შეადგინა..

ვრცლად »

დემოგრაფიული მაჩვენებლები: იანვარი-ივნისი, 2018

საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი. 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში..2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით..

ვრცლად »

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2018, II კვარტალი (წინასწარი)

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 %-ით აღემატება. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას (მლნ. აშშ დოლარი) 2016-2018 წლებში, კვარტალურ ჭრილში.. II კვარტალის მონაცემებით უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ: აზერბაიჯანი (20.7 %), ჩეხეთი (20 %)..

ვრცლად »

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, აგვისტო

ეკონომიკური აქტივობა 2018 წელს გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ზრდამ 5.3 % შეადგინა, აპრილში ეკონომიკური ზრდა 6.5 % იყო, მაისში - 7.5 %, ხოლო ივნისში - 4.0 %. შედეგად, 2018 წლის II კვარტლის საშუალო ზრდამ 6.0 % შეადგინა. რაც შეეხება ივლისს, 4.6 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ძირითადი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგში. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.5 % შეადგინა. 2018 წლისთვის, აქციზის..

ვრცლად »

მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში: 2018, II კვარტალი

2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.5 %-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4.8 %-ით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 % შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22.0 %), სხვა..

ვრცლად »

იმპორტის ფასების ინდექსი: ივნისი, 2018

ქვემოთ მოცემულია იმპორტის ფასების ინდექსები, რომლებიც დაანგარიშებულია უკანასკნელი თორმეტი თვის საშუალოს წინა თორმეტი თვის საშუალოსთან შეფარდებით. ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სასაქონლო კატეგორიებში: კოქსი, ნავთობის გადამუშავების პროდუქტები და ბირთვული სათბობი; ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი; ძირითადი ლითონები და ლითონის მზა ნაწარმი; მერქანი და მერქნის ნაწარმი; ფასთა კლება არცერთ კატეგორიას არ შეხებია..

ვრცლად »

საქართველოს გართობის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს გართობის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა ტურიზმის მიმოხილვა კაზინოები თამაშების რეგულაცია საქართველოში კვება და სასმელები ღამის კლუბები სტადიონები და არენები ფიტნესი და ცურვა თეატრები და საკონცერტო დარბაზები კვლევა მომზადებულია Colliers International-ის მიერ...

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, ივლისი

2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-12,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-10,7 პროცენტი)..

ვრცლად »

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, ივნისი

2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი მარაგების ცვლილებამ და ინვესტიციებმა შეიტანა. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ წმინდა ექსპორტი იქნება ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი. ასევე მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება ვაჭრობით იყოს გამოწვეული. ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ინვესტიციები. ამასთან, განხორციელებული რეფორმები და მილსადენის პროექტი ორიენტირებულია ქვეყანაში..

ვრცლად »