ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა: 2014-2017

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2014-2017 წლებში ხელშეკრულება გაფორმებულია 40 პროექტის ბენეფიციართან, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 24,217,789 აშშ დოლარი და 4,257,803 ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 8,798,143 აშშ დოლარი და 600,000 ლარი.

2017 წელს გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში ხელშეკრულება გაფორმდა 9 ბენეფიციართან ჯამური ღირებულებით 4,352,032 აშშ დოლარი და 4,257,803 ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 1,585,474 აშშ დოლარს და 600,000 ლარს.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველ საწარმოთა თანადაფინანსების კომპონენტი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველ საწარმოთა კომპონენტის ფარგლებში 2014-2017 წლებში ხელშეკრულება გაფორმებულია 6 ბენეფიციართან, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 1,759,058 აშშ დოლარი და 4,130,870 ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 689,468 აშშ დოლარი და 1,710,308 ლარი.

2017 წელს, შემნახველ საწარმოთა კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 3 პროექტი, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 4,130,870 ლარი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 1,710,308 ლარი.

***

სტატიის წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება