კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

ინფლაცია საქართველოში: 2018, ოქტომბერი

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 % შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 %), ისე ტანსაცმლის (3,6 %) ქვეჯგუფებზე;
  • ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 %-იანი ზრდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,07 %-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,1 %);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 0,7 %-ით, რაც 0,05 %-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (1,5 %);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,6 %-ით, რაც 0,05 %-ული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1,2 %), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0,3 %) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0,2 %).

სრული ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება