კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

პროექტის მიზანი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (10 ბანკი და 2 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სახელმწიფო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას.

განხორციელებული აქტივობები

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან (2013 წლის მარტი) 2017 წლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მასშტაბით გაიცა:

  • საბრუნავი საშუალების მიზნობრიობით: 469,209,444 ლარის ღირებულების 11,596 სესხი და 26,525,048 აშშ დოლარის ღირებულების 78 სესხი
  • ძირითადი საშუალების მიზნობრიობით: 575,170,132 ლარის ღირებულების 16,087 სესხი და 220,441,279 აშშ დოლარის ღირებულების 2,221 სესხი

2013-2017 წლებში სულ გაცემულია 1,044,379,575 ლარის და 246,966,327 აშშ დოლარის ოდენობის 29,982 ერთეული სესხი და ლიზინგი.

2017 წელს გაცემულია 2,409 სესხი და ლიზინგი, მათ შორის 2,373 სესხი/ლიზინგი 286,022,724 ლარის ოდენობით 36 სესხი/ლიზინგი 4,528,984 აშშ დოლარის ოდენობით.

სესხების უმეტესი რაოდენობა გაცემულია შემდეგ დარგებში: მესაქონლეობა (10,000-ზე მეტი), მეცხვარეობა (3,500-მდე), მემცენარეობა (2,100-მდე).

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პირობები. უფასო ინფორმაცია და კონსულტაციები შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლ-ცენტრიდან სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 და სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

***

სტატიის წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება