სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

სიახლეები

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის საჯარო პროექტი business.org.ge

პროექტის მიზანია დამწყები, მცირე და საშუალო მეწარმეების (განსაკუთრებით – აგროსექტორში მოქმედის) სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაზრდა და მათი საქმიანობის შედეგიანობის ამაღლება ხარისხიანი ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემის გზით. მეწარმეთა ნაწილის საქმიანობა დაბალშედეგიანია და ხშირად ამის მიზეზი მათი არაინფორმირებულობა და ცოდნის დაბალი დონეა. ამასთან დაკავშირებით იხილეთ პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ჩატარებული მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევის შედეგები.

ვრცლად »

სასაკლაოების კვლევა: 2017 წელი

2017 წლის ბოლოს საქართველოში 72 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 45 % 4 რეგიონზე (იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა. 2017 წელს სასაკლაოებში დაკლულია 326,440 სული პირუტყვი, მათ შორის 50.4 % - მსხვილფეხა, ხოლო 49.6 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 9,909,333 ერთეული შეადგინა. სასაკლაოების მიერ 2017 წლის განმავლობაში 34,145,473 კგ. ხორცი იქნა წარმოებული...

ვრცლად »

პოზიტიურობა, როგორც ჯანმრთელობისა და წარმატების საფუძველი: ნაწილი II

დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება მხოლოდ ჯანმრთელობას არ რგებს. მარტინ სელიგმანმა პოზიტიურობისა და ეფექტური მუშაობის კავშირიც შეისწავლა. ერთ-ერთ კვლევაში მან გამოავლინა სადაზღვევო კომპანიები, რომლის პერსონალიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და კომპანიები, რომლის კადრებიც პესიმისტური ხედვით გამოირჩეოდნენ. კვლევა მოიცავდა მათ დამოკიდებულებას მარცხთან, რომლის მიზეზიც ან პიროვნული ნაკლოვანება იყო ან გარემოება, რომლის გაუმჯობესებაც მათ შეეძლოთ. ოპტიმისტებმა...

ვრცლად »

ცხვარი და თხა: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის ბოლოს - 966,500 სული. 2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს - 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია. 2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის..

ვრცლად »

ღორი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის ბოლოს – 164,500 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 962,700 სული იყო, 2017 წლის ბოლოს - 900,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 100,000-მდე სული ცოცხალი ფური და ხარი იყო გასული, 2017 წელს - 133,000-მდე სული. 2016 წელს ექსპორტირებული 1 სული საქონლის საშუალო წონა 207 კგ.-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 148 კგ.-ს. იმპორტის რაოდენობა ორივე წელს უმნიშვნელოა. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე..

ვრცლად »

პოზიტიურობა, როგორც ჯანმრთელობისა და წარმატების საფუძველი: ნაწილი I

როდესაც პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, თითოეული ჩვენგანი იღებს რჩევას - „შეინარჩუნე პოზიტიურობა“. გამოწვევა მით უფრო დიდია, რაც უფრო არარეალისტურად ჟღერს „ნახევრად სავსე ჭიქის“ სიბრძნე. ძნელია დადებით პოზიციაზე მოახდინოთ ფოკუსირება, როცა პოზიტიურობა მხოლოდ მეოცნებე აზროვნებად გესახებათ. რეალური დაბრკოლება პოზიტიურობისთვის არის ის, რომ ჩვენი ტვინი საფრთხეების ძიებაზე მომართული სენსორია. გადარჩენის ეს მექანიზმი კარგად ემსახურებოდა კაცობრიობას...

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2018, იანვარი

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა (ზრდა +23%). ყველაზე მეტი ვიზიტი  აზერბაიჯანიდან (+0.8), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან...

ვრცლად »

ინტერვიუ Creative Art-ის დამფუძნებლებთან დიანა ელოშვილთან და ინგა ბუკიასთან

დიანა ელოშვილი და ინგა ბუკია ხის, კერამიკის, სარკის, მინისა და ნატურალური ქვების გამოყენებით მშვენიერ, დახვეწილ, გემოვნებიან სახლის აქსესუარებს და სამკაულებს ქმნიან. დიანამ და ინგამ ბიზნეს-ჩანაფიქრის გარეშე დაიწყეს ამ ნივთების შექმნა და მეგობრებს გაუზიარეს Facebook-სივრცეში, დამთვალიერებლებისგან კი მყისიერად წამოვიდა მოთხოვნა ამ ექსკლუზიური დიზაინის ხელნაკეთ პროდუქციაზე და ასე იქცა ჰობი წარმატებულ მეწარმეობად. …

ვრცლად »

საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგია

საწარმოს ზომის განსაზღვრა ეფუძნება საწარმოთა ბრუნვის მოცულობას და დასაქმებულთა რაოდენობას და გამოიყენება ბიზნესის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მომზადების მიზნით. საწარმო არის ეკონომიკური ერთეული, რომელიც აწარმოებს საქონელს ან ეწევა მომსახურებას, დამოუკიდებლად იღებს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს საკუთარი რესურსების განაწილების შესახებ (ფლობს გადაწყვეტილებათა მიღებაში თავისუფლების განსაზღვრულ ხარისხს). საწარმო ახორციელებს ერთ ან რამოდენიმე საქმიანობის სახეს, ერთი …

ვრცლად »