პარასკევი , მარტი 29 2024
geen

საგარეო ვაჭრობა: იანვარი-სექტემბერი, 2018

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 %-ით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ- სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 716.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2013-2018 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 % შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (343.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2018 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტის მიხედვით:

იხილეთ სრულად.


***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება