ორშაბათი , თებერვალი 24 2025
geen

სიახლეები

საქართველოს ჩაის ბაზარი – 2017-2018 (6 თვე)

საქართველოში 2017 წელს 2,300 ტონა ჩაის ფოთოლი იყო წარმოებული. რეგიონების მიხედვით წარმოების მაჩვენებლები შემდეგია..2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,000 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა (რაც დაახლ. 600 ტონით არემატება 2016 წლის ექსპორტის მაჩვენებელს) და 1,800 ტონაზე მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან..2018 წლის ივლისის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები..

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: ბოსტნეული, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოსტნეულისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს..

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: რძე და რძის პროდუქტები, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი რძისა და რძის პროდუქტებისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს..

ვრცლად »

ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში: 2018 წ. მაისი

2018 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში 16 კომერციული ბანკი მოქმედებდა (134 ფილიალით და 791 სერვის-ცენტრით), მათი სააქციო კაპიტალის სიდიდე 4.6 მლრდ. ლარზე მეტი იყო; ამავე დროისთვის საქართველოში 2 არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, 72 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 1,106 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, 1 საფონდო ბირჟა, 17 სადაზღვევო კომპანია და 3 საპენსიო ფონდი მუშაობდა. ბანკების მაქსიმალური რაოდენობა - 105 - დაფიქსირდა 1995 წელს, მინიმალური კი 2017 წლის მაისიდან..

ვრცლად »

საგარეო ვაჭრობა: ივნისი, 2018 (წინასწარი)

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5,985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 %-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 1,593.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.8 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4,392.3 მლნ. აშშ დოლარი (23.0 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2,798.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 % შეადგინა. ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს ექსპორტ-იმპორტის..

ვრცლად »

საქართველოს თაფლის ბაზარი: 2017-2018 (6 თვე)

საქართველოში 2017 წელს 2.5 ათასი ტონა თაფლი იყო წარმოებული. ყველაზე მეტი - 900 ტონა - კახეთში იყო წარმოებული. რეგიონების მიხედვით თაფლის წარმოების მაჩვენებლები შემდეგია..ფერმის კართან (მწარმოებლისგან შესყიდვისას) თაფლის საშუალო ფასი 2017 წელს 14.17 ლარი/კგ. იყო; კახეთში ფერმის კართან თაფლის საშუალო ფასმა 11.99 ლარი/კგ. შეადგინა, სხვა რეგიონებში ეს სიდიდე 15.52 ლარი/კგ. იყო. სავაჭრო ობიექტებში 2018 წლის ივლისის მდგომარეობით წარმოდგენილი თაფლის ფასები 21.75-33.25 ლარი/კგ. დიაპაზონშია..

ვრცლად »

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, მაისი

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.4%- ზე დაფიქსირდა, თებერვალში - 5.5%, მარტში - 5.6%, ხოლო აპრილში ეკონომიკური აქტივობა 6.5%-ით გაიზარდა. შედეგად, პირველი 4 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. 2018 წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, თებერვალში - 2.7 %-ით, მარტში - 2.8 %-ით, აპრილში - 2.5 %-ით..

ვრცლად »

საქართველოს ყველის ბაზარი: 2017-2018 (6 თვე)

პირველი საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით საქართველოში 2017 წელს დაახლოებით 35,000 ტონა ყველი გაიყიდა. გაყიდვებში დაახლოებით 60 % იმერულ ყველს უკავია, 40 % კი სხვა ყველებს (ძირითადად სულგუნს, შემდეგ - ქართულ (''ქარხნულ'') ყველს). ბაზარზე ყველის მიმწოდებლები არიან შინამეურნეობები (რამდენიმე ასეული ათასი), რომლებსაც გაყიდვებში დაახლოებით 85-90 % უკავიათ, და მცირე და საშუალო საწარმოები (პირველი საკონსულტაციო კომპანიის მონაცემებით - 60-70 საწარმო, რომლებიც საქმიანობენ ქვემო ქართლში..

ვრცლად »

rs.ge – ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო-სასწავლო პორტალი

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო-სასწავლო ვერსია შეიცავს ყველა იმ ელექტრონული სერვისის სასწავლო ვარიანტს, რომელსაც შემოსავლების სამსახური სთავაზობს მომხმარებლებს და რომლებიც აუცილებელია საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. სასწავლო ვებ-გვერდზე, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, შეგიძლიათ შეისწავლოთ შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული ელექტრონული სერვისები..

ვრცლად »

საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებები: მაისი, 2018 წ.

საქართველოში 2018 წლის 18 მაისის მდგომარეობით 16 ბანკი მოქმედებდა (134 ფილიალით და 791 სერვის-ცენტრით). ამავე თარიღის მდგომარეობით ბანკების ჯამური აქტივების სიდიდე 35.3 მილიარდი ლარი იყო, სააქციო კაპიტალის ჯამური სიდიდე კი 4.6 მლრდ. ლარზე მეტი. კომერციულ ბანკებში 25,000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებების სია ლინკების თანხლებით, რომლებიც ამ ბანკების..

ვრცლად »