ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

საქართველოს თაფლის ბაზარი: 2017-2018 (6 თვე)

თაფლი წარმოება საქართველოში

საქართველოში 2017 წელს 2.5 ათასი ტონა თაფლი იყო წარმოებული. ყველაზე მეტი – 900 ტონა – კახეთში იყო წარმოებული. რეგიონების მიხედვით თაფლის წარმოების მაჩვენებლები შემდეგია:

რეგიონი წარმოებული თაფლის მასა (ათასი ტონა)
საქართველო 2.5
კახეთი 0.9
იმერეთი 0.4
სამეგრელო-ზემო სვანეთი 0.3
ქვემო ქართლი 0.3
დანარჩენი რეგიონები 0.3
აჭარის არ 0.1
სამცხე-ჯავახეთი 0.1
შიდა ქართლი 0.1
თაფლის ექსპორტ-იმპორტი

2017 წლის 12 თვის მდგომარეობით თაფლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები შემდეგია:

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.)  2,250  45,456
ღირებულება ($)  15,756  117,522
საშუალო ფასი ($/კგ.)  7.00  2.59

თაფლის ექსპორტ-იმპორტი 2018 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით შემდეგია:

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.)  256  1,236
ღირებულება ($)  653  5,360
საშუალო ფასი ($/კგ.)  2.55  4.34
თაფლის ფასები

ფერმის კართან (მწარმოებლისგან შესყიდვისას) თაფლის საშუალო ფასი 2017 წელს 14.17 ლარი/კგ. იყო; კახეთში ფერმის კართან თაფლის საშუალო ფასმა 11.99 ლარი/კგ. შეადგინა, სხვა რეგიონებში ეს სიდიდე 15.52 ლარი/კგ. იყო. სავაჭრო ობიექტებში 2018 წლის ივლისის მდგომარეობით წარმოდგენილი თაფლის ფასები 21.75-33.25 ლარი/კგ. დიაპაზონშია.

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ მეფუტკრეობა და თაფლის ბაზარი 2016 წელს.

***

მასალა მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება