ორშაბათი , აპრილი 29 2024
geen

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, მაისი

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.4%- ზე დაფიქსირდა, თებერვალში – 5.5%, მარტში – 5.6%, ხოლო აპრილში ეკონომიკური აქტივობა 6.5%-ით გაიზარდა. შედეგად, პირველი 4 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.5% შეადგინა.

2018 წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, თებერვალში – 2.7 %-ით, მარტში – 2.8 %-ით, აპრილში – 2.5 %-ით და მაისშიც ასევე 2.5 პროცენტით. საბაზო ინფლაცია შესაბამის პერიოდში 1.8 პროცენტს შეადგენდა.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.6%-ით გაიზარდა. პროდუქციის გამოშვება 16.0%-ით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5.3%-ით გაიზარდა, რაც 32,063 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 637,047 ადამიანი შეადგინა.

იხილეთ სრულად.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება