ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

საქართველოს ჩაის ბაზარი – 2017-2018 (6 თვე)

ჩაის ფოთლის წარმოება

საქართველოში 2017 წელს 2,300 ტონა ჩაის ფოთოლი იყო წარმოებული. რეგიონების მიხედვით წარმოების მაჩვენებლები შემდეგია:

რეგიონი წარმოებული ჩაის მასა (ათასი ტონა)
საქართველო 2.3
აჭარის არ 0.4
გურია 0.5
იმერეთი 0.3
სამეგრელო-ზემო სვანეთი 1.1
ექსპორტ-იმპორტი

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,000 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა (რაც დაახლ. 600 ტონით არემატება 2016 წლის ექსპორტის მაჩვენებელს) და 1,800 ტონაზე მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.) 2,065,267  1,880,821
ღირებულება ($) 2,067,605 6,862,171
1 კგ. საშუალო ფასი ($/კგ.) 1.00 3.65

2018 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით ჩაის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები შემდეგია:

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.) 911,465 1,031,393
ღირებულება ($) 1,289,865 3,102,537
1 კგ. საშუალო ფასი ($/კგ.) 1.42 3.01
პროდუქტები და ფასები

2017 წელს 1 კგ. სანედლეულე ჩაის ფასი დაახლოებით 2.50-3.00 ლარი/კგ. იყო.

2018 წლის ივლისის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები: 25-100-ცალიანი ერთჯერადი პაკეტების შეკვრები, 50-75-100-350-გრამიანი დასაყენებელი ჩაის შეკვრები. შავი ჩაის ასორტიმენტი უფრო მეტია, ვიდრე მწვანე ჩაის. ერთჯერადი პაკეტების ჩაის ასორტიმენტი უფრო მეტია, ვიდრე დასაყენებელის (ფოთლის ჩაის რაოდენობა ყველაზე მცირეა).

ყველაზე მეტად გაყიდვადია შავი ჩაი, შემდეგ – მწვანე ჩაი. ყველაზე მეტად იყიდება ერთჯერადი პაკეტის ჩაი, შემდეგ – დასაყენებელი.

დაახლოებით ერთნაირია ქართული და უცხოური მწარმოებლების რაოდენობები. უცხოელი მწარმოებლების ჩაი უფრო მეტ სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი, ვიდრე ქართული საწარმოების უმრავლესობისა.

სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილი 25 ცალი ერთჯერადპაკეტიანი (50-გრამიანი) შეკვრების ფასები მწვანე ჩაისთვის 2.65-4.45 ლარის შუალედში, ხოლო შავი ჩაის ფასები – 1.70-5.05 ლარის შუალედში იყო. 100-გრამიანი დასაყენებელი მწვანე ჩაის ფასები 2.30-4.85 ლარის შუალედში იყო, თითქმის იგივე ფასები იყო შავ ჩაისთვისაც (2.20-4.55 ლარი).

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ჩაის ბაზრის მიმოხილვა 2016 წლისთვის.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება