ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: ბოსტნეული, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოსტნეულისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილიდან ჩანს, თუ რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.

მაჩვენებლები 2017
რესურსები (ათასი ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში 52
ადგილობრივი წარმოება 126
იმპორტი 84
სულ რესურსები 262
გამოყენება (ათასი ტონა)
სათესლედ 1
პირუტყვის საკვებად 1
სასურსათო მოხმარება 209
დანაკარგები 7
ექსპორტი 17
მარაგი წლის ბოლოს 27
მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) 262
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % 65

ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ბოსტნეულისთვის 2014-2016 წლებში.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება