ხუთშაბათი , ნოემბერი 21 2024
geen

ბიზნეს-გეგმა აგროსაწარმოს მაგალითზე

ბიზნეს-გეგმის დანიშნულება

ბიზნეს-გეგმა შემდეგ საკითხებს უნდა აღწერდეს:

  1. საწარმოს, ბიზნესის, პროექტის მიმდინარე ფინანსური, მარკეტინგული, ადმინისტრაციული და საკადრო მდგომარეობა
  2. არსებული პრობლემების და განვითარების შესაძლებლობები
  3. მოკლედ, მკაფიოდ და მარტივად ჩამოყალიბებული მიზნები
  4. მიზნების მიღწევის საშუალებები
  5. მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი სამოქმედო გეგმა

ბიზნეს-გეგმის შინაარსი დამოკიდებულია საწარმოს, ბიზნესის, პროექტის მახასიათებლებზე, ბიზნეს-გეგმის მიზნობრიობაზე (შეიძლება ეს საჭირო იყოს ახალი პროდუქტის გასაშვებად, ახალი ბაზრების ასათვისებლად, რეორგანიზაციისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად…). ქვემოთ მოცემულია ძირითადი საკითხები (აგროსაწარმოს მაგალითზე), რომლებიც უნდა იყოს გადმოცემული ბიზნეს-გეგმაში.

ბიზნეს-გეგმაში წარმოდგენილი პროექტის არსი
  • საქმიანობის ადგილი
  • გამოსაშვები პროდუქტების ჩამონათვალი
  • გამოსაშვები პროდუქტების რაოდენობები
  • გაყიდვების სიდიდე
  • შესასყიდი ნედლეულის რაოდენობები და ღირებულებები
  • დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი
  • ძირითადი ბაზრები
  • საჭირო ინვესტიციის სტრუქტურა და სიდიდე
  • საწარმოს SWOT-ანალიზი
  • პროექტის სხვა ძირითადი საპროგნოზო პარამეტრები

პროექტის არსის ფორმულირების მაგალითი: ბიზნესის არსია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელი ახალი საწარმოს შექმნა. საწარმოს პროდუქტები 2 სახის ყველი და ნადუღი იქნება. საწარმო ყოველდღიურად სეზონების მიხედვით 2.5-4.0 ტონა რძეს (ყოველწლიურად 1.0 მილიონი ლარის ღირებულების 1.2 მილიონ ლიტრ რძეს) გადაამუშავებს, წლიურად 190 ტონა პროდუქციას დაამზადებს და მისი წლიური გაყიდვები 2018 წლიდან 1.1 მლნ. ლარზე მეტი იქნება. პროდუქცია გაიყიდება მხოლოდ საქართველოში. პროდუქცია იქნება ნატურალური და მაღალხარისხიანი და შევა ამ კატეგორიის საშუალოფასიან სეგმენტში. საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება და მათი წლიური სახელფასო ფონდი 113,100 ლარი იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 425,000 ლარი, აქედან 225,000 ლარი საწარმოს პარტნიორთა კაპიტალია, 200,000 ლარი – საბანკო კრედიტი.

ბიზნესის ისტორია და მიმდინარე მდგომარეობა
  • ბიზნესის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი
  • ბიზნესის ადგილმდებარეობა და საკადასტრო კოდი
  • დამფუძნებლები, მათი გამოცდილება, კომპეტენციები
  • დასაქმებულთა რაოდენობა, პოზიციები, ყოველთვიური და წლიური ხელფასები
  • რა პროდუქტებს აწარმოებს ბიზნესი თითოეულის აღწერით (ნედლეული, დაფასოება, შეფუთვა, ბრენდირება, შენახვის ვადა…)
  • რა რაოდენობით ნედლეულს ყიდულობს ბიზნესი ყოველდღიურად/ყოველთვიურად სეზონების მიხედვით, რა ფასად, რა ტერიტორიებზე და რამდენი ფერმერისგან
  • რამდენია თითოეული პროდუქტის თვითღირებულება, როგორია თვითღირებულების სტრუქტურა
  • რა რაოდენობით და რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი
  • როგორ აწვდის ბაზარს ბიზნესი პროდუქციას (საკუთარი სადისტრიბუციო სისტემა, შუამავლები)
  • რომელ პროდუქტს სად და რამდენს ყიდის (კონკრეტული ტერიტორიები, სავაჭრო ობიექტები, რესტორნები, სასტუმროები, აგრობაზრები, ექსპორტი…)
  • ბოლო წლების რეალიზაციების მოცულობები და მოგების სიდიდეები
გამოსაშვები პროდუქტები
  • რა სახის პროდუქტების წარმოებას გეგმავს საწარმო
  • თითოეული სახის პროდუქტის მოკლე აღწერა (ნედლეული, დაფასოება, შეფუთვა, ბრენდირება, შენახვის ვადა…)
  • თითოეული პროდუქტის საპროგნოზო რაოდენობები სეზონების მიხედვით
  • თითოეული პროდუქტის საპროგნოზო სარეალიზაციო ფასები სეზონების მიხედვით
  • თითოეული პროდუქტის თვითღირებულება და ნულოვანი მოგების წერტილი
  • თითოეული პროდუქტის დამზადების პროცესის მოკლე აღწერა
  • საპროგნოზო მაჩვენებლები

პროდუქტის აღწერის მაგალითი: სულგუნი მიიღება იმერული ყველის მასის გადამუშავებით და ეძლევა სპეციალური სასულგუნე ფორმა. ”საქსტანდარტის” მიხედვით, სულგუნი მზადდება ძროხის, კამეჩის, თხის რძისაგან ან მათი ნარევისაგან (საწარმო სულგუნის დამზადებას პირველ ეტაპზე გეგმავს ძროხის რძისგან). ფორმა:  დაბალი ცილინდრის ფორმის ყველი, ქერქის გარეშე. დიამეტრი:  15-20 სმ., სიმაღლე: 2,5-3,5 სმ.,  მასა: 0,5-1,5 კგ. გამონაკლისის სახით დასაშვებია პარამეტრებიდან გადახრა. ორგანოლეპტიკა: სუნი: სასიამოვნო, დამახასიათებელი ამ ტიპის ყველისათვის; გემო: სუფთა, დამახასიათებელი რძემჟავური, ზომიერად მარილიანი, მკვრივი, ელასტიკური, ფენოვანი. მთელი მასა თანაბარი ფერისაა თეთრიდან მოყვითალომდე. ნასვრეტების გარეშე, დასაშვებია სიცარიელე ფენებს შორის. დაფასოება და შეფუთვა: ყველის ცალკეული თავები შეიფუთება ვაკუუმური წესით, შეფუთვაზე დატანილი იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტი და საწარმოს საფირმო ნიშნები. პროდუქტის შენახვის ვადა და პირობები: 90 დღე. საწარმო ამ პროდუქტს ინახავს მაქსიმუმ 2-3 დღე (წარმოებიდან უახლოეს სადისტრიბუციო რეისამდე).

სეზონური ფასების მაგალითი:

თვე /ფასი (ლარი/კგ.) 1 – 3 4 5 – 8 9 10 – 12
იმერული 8.00 7.00 6.00 7.00 8.00
სულგუნი 12.00 10.00 9.00 10.00 10.00
ნადუღი 3.00 3.00 3.00 3.00 3.00

საშუალო წლიური თვითღირებულების მაგალითი:

გათვლილია ცვლადი ხარჯების მეთოდით იმერული  სულგუნი
 მზა პროდუქციის თვითღირებულება (ლარი/კგ.) 5.91 7.43
 რძის ღირებულება 5.85 7.20
 გაზის ღირებულება 0.03 0.04
 შეფუთვა და ეტიკეტი 0.15
 სხვა ხარჯები 0.03 0.04

დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებლების მაგალითი:

მაჩვენებელი / წელი 2018 2019
შესყიდული რძის მოცულობა (ლტ.) 960,000 1,172,500
შესყიდული რძის ღირებულება (ლ.) 833,250 1,038,700
წარმოებული პროდუქციის მასა (კგ.)  154,793 191,589
იმერული ყველი 72,082 89,497
სულგუნი 58,711 72,779
ნადუღი 24,000 29,313
რეალიზებული პროდუქციის მასა (კგ.) 155,955 191,589
იმერული ყველი 72,728 89,497
სულგუნი 59,228 72,779
ნადუღი 24,000 29,313
პროდუქციის გაყიდვები (ლ.) 1,138,967 1,436,467
იმერული ყველი 495,346 624,599
სულგუნი 571,621 723,930
ნადუღი 72,000 87,938
წმინდა მოგება (ლ.) 108,809 178,827
წმინდა მოგება (%) 10 12
ბაზრის აღწერა

ბაზრის სიდიდის და საწარმოს საბაზრო წილის გაანგარიშების მაგალითი:

2015 წელს დაახლოებით 27,000- 28,000 ტონა ყველია გაყიდული. ბაზარზე იყიდება 60 % იმერული ყველი საშუალო ფასით 7.00 ლარი/კგ. (მწარმოებლის გასაყიდი ფასი და არა შუამავლების მიერ საკუთარი ფასნამატით ფორმირებული ფასი) და 40 % სხვა სახის ყველი საშუალო ფასით 9.00 ლარი/კგ., ამ მონაცემების მიხედვით 2015 წლისთვის საქართველოს ყველის ბაზრის მოცულობა ფულადი სახით იყო შემდეგი: 27 500 000 კგ. * 60 % * 7,00 ლარი/კგ. + 27 500 000 კგ. * 40 % * 9,00 ლარი კგ. = 214,5 მლნ. ლარი წელიწადში.

ყველი – მაჩვენებელი/წელი 2018 2019
საწარმოს რეალიზებული ყველის მასა (ტონა) 132 162
ბაზარზე გაყიდული ყველის მასა (ტონა) 27,500 27,500
საწარმოს წილი ბაზარზე მასის მიხედვით (%) 0.48 0.58
საწარმოს  გაყიდული ყველის ღირებულება (მლნ. ლარი) 1.067 1.349
ბაზარზე გაყიდული ყველის ღირებულება (მლნ. ლარი) 214.5 214.5
საწარმოს წილი ბაზარზე თანხის მიხედვით (%) 0.50 0.63
მარკეტინგი
  • მარკეტინგული მიქსი
  • სად გაიყიდება თითოეულის სახის პროდუქცია: კონკრეტული ტერიტორიები, სავაჭრო ობიექტები, რესტორნები, სასტუმროები, საცხობები, აგრობაზრები, ექსპორტი…
  • დისტრიბუციის სისტემა: ავტომობილების რაოდენობა, შემსყიდველი ობიექტების რაოდენობა, ამ ობიექტებისათვის პროდუქტების მიწოდების სიხშირე, საწყობიდან ქსელში დისტრიბუციის დეტალები, რეალიზებული პროდუქციის ღირებულების ამოღების დრო
  • საწარმოს ხედვა ბრენდირებასთან, რეკლამასთან, სავაჭრო ობიექტებში დახლზე განთავსებასთან და სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებით
ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამშრომლები
  • საკვანძო პერსონალი, გამოცდილება, კომპეტენციები
  • ძირითად და სეზონურ თანამშრომელთა ჩამონათვალი, პოზიციები და ფუნქციები
  • თანამშრომელთა ყოველთვიური და წლიური ხელფასები
შენობა-ნაგებობები, აპარატურა-დანადგარები, ავტომობილები
  • შენობა-ნაგებობების აღწერა, თითოეული ნაწილის დანიშნულება და ფართობი
  • მშენებლობის/რემონტის ღირებულება
  • ვინ ასრულებს მშენებლობა/რემონტს
  • რამდენი ხანი სჭირდება მშენებლობის/რემონტის დასრულებას
  • აპარატურა-დანადგარების ჩამონათვალი წარმადობის და ფასების მითითებით
  • ვისგან (მწარმოებელი, ქვეყანა) ყიდულობს საწარმო აპარატურა-დანადგარებს
  • აპარატურა-დანადგარების ტრანსპორტირების და მონტაჟის ღირებულება
  • რამდენი ხანი სჭირდება აპარატურა-დანადგარების დამზადებას, ტრანსპორტირებას და მონტაჟს
  • ავტომობილების რაოდენობა, აღწერა და ღირებულებები
ნედლეული
  • რამდენ ლიტრ ან კილოგრამ ნედლეულს შეიძენს შეიძენს საწარმო ყოველდღიურად/ყოველთვიურად
  • რა ფასად შეიძენს საწარმო ნედლეულს სეზონების მიხედვით
  • რა ტერიტორიებზე და რამდენი ფერმერისგან შეიძენს საწარმო ნედლეულს
  • დამხმარე ნედლეულის (მარილი, საკმაზები…) რაოდენობები და ფასები
  • სანედლეულო ბაზის ანალიზი
  • ნედლეულის მიღების პროცესის აღწერა
ინვესტიციები და ფინანსები

საინვესტიციო გეგმის მაგალითი:

ინვესტიციების წყაროები

მიზნობრიობა
სულ გრანტი სესხი საკუთარი კაპიტალი
ფიქსირებული აქტივები 226,517 147,460 54,480 24,577
მშენებლობა 57,900 33,323 24,577
აპარატურა-დანადგარები 152,617 114,137 38,480
ავტომობილები 16,000 16,000
საბრუნავი საშუალებები 15,600 15,600
ნედლეული (რძე) 15,500 15,500
დამხმარე ნედლეული 100 100
საოპერაციო ხარჯები 3,650 3,650
ხელფასები 1,500 1,500
ავტომობილების საწვავი 500 500
შესაფუთი მასალები 1,150 1,150
უნიფორმები 250 250
დენი, გაზი, წყალი 250 250
სულ 245,767 147,460 73,730 24,577

ინვესტიციები თვეების მიხედვით

მიზნობრიობა / თვე მარტი აპრილი მაისი ივნისი
ფიქსირებული აქტივები 121,480 75,837 29,200
მშენებლობა 37,635 20,265
აპარატურა-დანადგარები 83,845 55,572 13,200
ავტომობილები 16,000
საბრუნავი საშუალებები 15,600
ნედლეული (რძე) 15,500
დამხმარე ნედლეული 100
საოპერაციო ხარჯები 250 3,400
ხელფასები 1,500
ავტომობილების საწვავი 500
შესაფუთი მასალები 1,150
უნიფორმები 250
დენი, გაზი, წყალი 250
სულ 121,480 75,837 29,450 19,000

ბიზნეს-გეგმის შედგენისას აუცილებლად გამოგადგებათ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და business.org.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია. სასარგებლო მონაცემებს მიიღებთ ასევე სავაჭრო ქსელებში და აგრობაზრებში წარმოდგენილი პროდუქტების შესწავლით, აუცილებლობისას აგროსაკითხებზე უფასო კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის ცენტრები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ქოლ-ცენტრი 1501.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება