შაბათი , აპრილი 27 2024
geen

ქართული რძის ნიშნის საწარმოები მთაწმინდის პარკში გამოფენა-გაყიდვაზე

4 ივნისს თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული საწარმოების პროდუქცია და შესაძლებელი იყო მათი დეგუსტაცია და შეძენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ”ქართული რძის ნიშნის” მფლობელი 8 საწარმო, რომლებიც ვიზიტორებს სთავაზობდნენ ყველს, კარაქს, ერბოს, ნადუღსა და სხვა პროდუქტებს.  “ქართული რძის ნიშანი” მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ საქართველოში მიღებული ნედლი რძით  და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს. ნიშნის მიზანია ქართული რძით პროდუქტების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს  ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას.

Comments

Comments