შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სიახლეები

ბიზნეს-გეგმის მომზადება

ბიზნეს-გეგმის შედგენის ფასები დამოკიდებულია შესასრულებელი ბიზნეს-გეგმის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბიზნესის ზომაზე. უმეტესად ფასები 2,500 ლარიდან იწყება, თუმცა ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ. ბიზნეს-გეგმის შესრულების ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 2 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

ვრცლად »

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან ამ სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით). მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება თავისუფლდება ქონების გადასახადისგან შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში …

ვრცლად »

რძის პროდუქტების საწარმო: სანედლეულო ბაზა და მომწოდებლების შერჩევა

ნედლეულის მომწოდებლები გაწვდიან თქვენი პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელ რესურსებს. მათი პრობლემები შეიძლება აისახოს თქვენს საქმიანობაზეც. თქვენი ბიზნესის რისკების გასაანალიზებლად, წარმოების სტაბილურობისთვის, კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნედლეულის მომწოდებლების შესწავლა. სწორად დასმული კითხვები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მომწოდებლების რაოდენობა პირველ რიგში, გააანალიზეთ თქვენი მოთხოვნები – რამდენი ლიტრი რძე გჭირდებათ ყოველდღე/ყოველთვე/ყოველწლიურად? შემდეგ გააანალიზეთ …

ვრცლად »

ეკონომიკური ტენდენციები: ბიუჯეტის აღწერა, 2016

2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 4 %-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და 4 %-იანი ინფლაციის მაჩვენებელზე. აღნიშნულ გათვლებზე დაყრდნობით მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტი კლასიფიკაციით 4.1 %-ის დონეზეა. მომდევნო წლებში მოსალოდნელია ბიუჯეტის დეფიციტის თანდათან შემცირება. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები მომავალ წლებში სრულად არის განპირობებული საინვესტიციო, კერძოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებით. დაჩქარება ნომინალურ გამოსახულებაში 2017-2021 წლებში...

ვრცლად »

მაღალშედეგიანი ადამიანების 7 ჩვევა: სტივენ კოვის რჩევები

1: იყავით პროაქტიური იყავით ინიციატივიანი, იყავით მოქმედი და აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს გადაწყვეტილებებზე. თქვენი ქმედებები განპირობებული უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილებებით და არა გარემოებებით. სტიმულსა და ავტომატურ რეაქცია-პასუხს შორის თქვენ გაქვთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გააცნობიერეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები თქვენი ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებია. იყავით პასუხისმგებელი თქვენს გადაწყვეტილებებზე და მის შედეგებზე. …

ვრცლად »

”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი

”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს კომერციული ბანკების ლიცენზირების, მართვის, შერწყმის, მიერთების, გაყოფის, საბანკო საიდუმლოების საკითხებს, ეკონომიკურ ლიმიტებს და ნორმატივებს, აუდიტს, ანგარიშგებას და სხვა საკითხებს. *** სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

ვრცლად »

ეიზენჰაუერის მატრიცა

ყველა ადამიანს აქვს ხარისხიანი ცხოვრების სურვილი, ყველა ბიზნესს აქვს საქმიანი მიზნების მიღწევის სურვილი. ამავე დროს, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივადაა დაკავშირებული ერთმანეთთან: ჩვენ ვაღწევთ იმას, რაზეც ვკონცენტრირდებით, ვიღებთ იმ შედეგებს, რის მიზეზებსაც ვქმნით. თუ ვაკეთებთ უსიამოვნო, უსარგებლო და უმნიშვნელო საქმეებს, ვიღებთ უსიამოვნო, უსარგებლო და უმნიშვნელო შედეგებს. თუ ვიცით რა არის ყველაზე სერიოზული, მნიშვნელოვანი, …

ვრცლად »

ბიზნესის დაწყება: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

ნაბიჯი 1: ინდივიდუალურ მეწარმედ რეგიტრაცია ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც  საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით და საკუთარი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს. …

ვრცლად »

”დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი

”დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს დაზღვევის სფეროში სადაზღვევო ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს. *** სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

ვრცლად »

სამეწარმეო უნარ-ჩვევები

წარმატებულ მეწარმეს, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, უწევს ხალხთან ერთად მუშაობა. შესაბამისად მას სჭირდება კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება საკუთარ გუნდთან, მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, აქციონერებთან და  ინვესტორებთან. ზოგიერთი ადამიანი კომუნიკაციური უნარ-ჩვევებით მეტადაა დაჯილდოებული, ვიდრე სხვები. საბედნიეროდ, შესაძლებელია ამ უნარების შესწავლა და გაუმჯობესება. სამეწარმეო უნარ-ჩვევებიდან  მნიშვნელოვანია შემდეგი: ლიდერობა და მოტივაცია: გაქვთ თუ არა უნარი,  რომ …

ვრცლად »