ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

სამეწარმეო უნარ-ჩვევები

წარმატებულ მეწარმეს, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, უწევს ხალხთან ერთად მუშაობა. შესაბამისად მას სჭირდება კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება საკუთარ გუნდთან, მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, აქციონერებთან და  ინვესტორებთან.

ზოგიერთი ადამიანი კომუნიკაციური უნარ-ჩვევებით მეტადაა დაჯილდოებული, ვიდრე სხვები. საბედნიეროდ, შესაძლებელია ამ უნარების შესწავლა და გაუმჯობესება. სამეწარმეო უნარ-ჩვევებიდან  მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • ლიდერობა და მოტივაცია: გაქვთ თუ არა უნარი,  რომ გაუძღვეთ და მოტივირება გაუკეთოთ სხვებს, რათა მათ გაიზიარონ და გაავრცელონ თქვენი ხედვები და იდეები? შეგიძლიათ სხვებისთვის საქმის განაწილება? წარმატებული მეწარმე დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე იმ მარტივი მიზეზით, რომ იგი დამოუკიდებლად ვერასოდეს შეძლებს მასშტაბური საქმის გაკეთებას.
  • კომუნიკაციური უნარ-ჩვევები: ხართ თუ არა კომპეტენტური ყველა სახის კომუნიკაციაში? თქვენ უნდა შეგეძლოთ სწორი კომუნიკაციის დამყარება იმისათვის, რომ მიჰყიდოთ თქვენი მომავლის ხედვა ინვესტორებს, პოტენციურ კლიენტებს, გუნდის წევრებს და სხვ.
  • მოსმენა: ისმენთ რასაც სხვები გეუბნებიან? თქვენს მოსმენის უნარს შეუძლია შექმნას ან დაანგრიოს თქვენი სამეწარმეო კარიერა. დარწმუნდით იმაში, რომ შეგიძლიათ იყოთ როგორც აქტიური, ასევე პასიური მსმენელი.
  • პირადი ურთიერთობები: გაქვთ თუ არა ემოციური ინტელექტი? რაც უფრო მაღალია თქვენში ეს უნარი, მით უფრო გაგიადვილდებათ სხვებთან მუშაობა. მხედველობაში მიიღეთ ისიც, რომ ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება შესაძლებელია.
  • მოლაპარაკება: ხართ თუ არა კარგი მომლაპარაკებელი? მასშტაბური საქმეების თაობაზე მოლაპარაკების გარდა თქვენ დაგჭირდებათ ხალხის განსხვავებულობიდან წამოჭრილი პრობლემების პოზიტიური, ორივე მხარისთვის სასარგებლო გზით მოგვარება.
  • ეთიკა: ამყარებთ ხალხთან ისეთ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ურთიერთკავშირზე, სამართლიანობასა და გულწრფელობაზე? შეგიძლიათ მართოთ ხალხი ეთიკურად? თქვენ გაგიჭირდებათ შექმნათ საკუთარი საქმით კმაყოფილი, თავგანწირული გუნდი თუ თქვენ ურთიერთობთ დაქირავებულ მუშაკებთან, მომხმარებლებთან და მიმწოდებლებთან – არაეთიკური გზით.

***

სტატია შექმნილია ვებ-გვერდის www.mindtools.com მასალების საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება