ხუთშაბათი , ნოემბერი 14 2024
geen

სიახლეები

ბაზრების კვლევა

კვლევის ფასები დამოკიდებულია მის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბაზრის ზომაზე. უმეტესად ფასები 4,500 ლარიდან იწყება, თუმცა მცირე მასშტაბის კვლევების ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს. ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ. კვლევის ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 4 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

ვრცლად »

მარკეტინგი: ბაზრის სეგმენტაცია

გონივრული მარკეტინგის ძირითადი დანიშნულებაა სწორად შერჩეულ მყიდველთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება. მაღალი შედეგიანობისთვის აუცილებელია მარკეტინგული კომპლექსის მისადაგება იმ მომხმარებლებზე, რომლებთან ურთიერთობებსაც ყველაზე მეტი შემოსავლის და მოგების მოტანა შეუძლიათ კომპანიისთვის. ამის მისაღწევად პირველი საფეხურია ბაზრის სეგმენტაცია – ბაზრის დაყოფა მყიდველების ჯგუფებად, რომლებიც განსხვავდებიან საჭიროებებით, დემოგრაფიული მახასიათებლებით ან ქცევით და რომლებსაც განსხვავებული მარკეტინგული …

ვრცლად »

სახელმწიფო პროგრამები: აგროდაზღვევა

სახელმწიფო 2014 წლიდან ახორციელებს აგროდაზღვევის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობები: დასაზღვევი რისკები დაზღვევა ფარავს შემდეგი რისკებით გამოწვეულ ზარალს: სეტყვა წყალდიდობა ქარიშხალი საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1-ლი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფოს თანადაფინანსება და ტარიფები 2017 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე გაშენებული …

ვრცლად »

”საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ” საქართველოს კანონი

”საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. *** სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. …

ვრცლად »

როგორ დავარეგისტრიროთ მეწარმე იურიდიული პირი

მეწარმე იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი პროცესია. დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) და განცხადებას, რის საფუძველზეც იწყება სარეგისტრაციო წარმოება. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა განხორციელდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

ვრცლად »

ფაქტორები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ფასების დაწესებისას

კომპანიის ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს კომპანიის შიდა და გარე გარემოს ფაქტორები. შიდა ფაქტორები მოიცავს კომპანიის მარკეტინგულ მიზნებს, მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგიას, ხარჯების სტრუქტურასა და ორგანიზაციულ შეხედულებებს. მარკეტინგული მიზნები - ფასის დაწესებამდე კომპანიამ უნდა შეიმუშაოს პროდუქტის რეალიზაციის სტრატეგია. თუ კომპანიამ შეარჩია მიზნობრივი ბაზარი და იქ გულმოდგინედ იმკვიდრებს ადგილს, მაშინ მისი მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია ფასის ჩათვლით, მკაფიოდ პირდაპირ მიმართული იქნება.

ვრცლად »

ქართული წიგნის ბაზრის კვლევა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარებულია ქართული წიგნის ბაზრის კვლევა. კვლევაში შესულია შემდეგი საკითხები: საგამომცემლო ბაზრის აღწერა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცემები წიგნების გამოცემა დისტრიბუცია / სადისტრიბუციო არხები წიგნის მაღაზიები ელექტრონული წიგნის მაღაზიები ლიტერატურული კონკურსები მკითხველი ბიბლიოთეკები ქართული წიგნის ბაზრის კვლევა 2013-2015 წლების მონაცემებს მოიცავს, თუმცა ის მაინც საინტერესო და სასარგებლო იქნება …

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში 2016 წელს 6,360,503 ტურისტი შემოვიდა (ეს 8 %-ით, 459,409 ადამიანით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (1,523,703), სომხეთიდან (1,496,437), თურქეთიდან (1,256,561) და რუსეთიდან (1,038,750) გვესტუმრა - მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (5,315,451 ადამიანი) იყო ტურისტთა სრული რაოდენობის 84 % შეადგინა.

ვრცლად »

მარკეტინგული მიქსი: 4C

მარკეტინგული მიქსი - 4C (Consumer, Cost, Convenience, Communication), ისევე როგორც 4P,  მარკეტინგული ინსტრუმენტების ნაკრებია, რომლებსაც კომპანია  ბაზარზე საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ 4C მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით ხელმძღვანელობს, მაშინ როცა 4P მთლიანად ბიზნესის ინტერესებზეა დამყარებული. განვიხილოთ 4C-ის თითოეული კომპონენტი:

ვრცლად »

”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი

”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, …

ვრცლად »