პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ტურიზმი საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში 2016 წელს 6,360,503 ტურისტი შემოვიდა (ეს 8 %-ით, 459,409 ადამიანით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (1,523,703), სომხეთიდან (1,496,437), თურქეთიდან (1,256,561) და რუსეთიდან (1,038,750) გვესტუმრა – მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (5,315,451 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 84 % შეადგინა.

2016 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $ 2,166,334 შეადგინა ($ 230,419-ით მეტი, ვიდრე 2015 წელს).

TOP 15 ქვეყანა

ტურისტების რაოდენობით პირველი 15 ქვეყანა შემდეგია:

  ქვეყანა 2015 2016 ცვლილება 
1 აზერბაიჯანი 1,393,257 1,523,703 130,446
2 სომხეთი 1,468,888 1,496,437 27,549
3 თურქეთი 1,391,721 1,256,561 -135,160
4 რუსეთი 926,144 1,038,750 112,606
5 უკრაინა 141,734 174,858 33,124
6 ირანი 25,273 147,937 122,664
7 ისრაელი 59,487 92,215 32,728
8 ყაზახეთი 36,777 48,849 12,072
9 პოლონეთი 41,425 44,436 3,011
10 გერმანია 36,826 40,915 4,089
11 ბელარუსი 28,959 37,110 8,151
12 ინდოეთი 12,114 36,410 24,296
13 ა შ შ 31,147 34,250 3,103
14 საუდის არაბეთი 9,850 21,257 11,407
15 საბერძნეთი 19,221 20,340 1,119
ქვეყნები მინიმალური ვიზიტორებით

სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენტ-ლუსია, ვანუატუ, პაპუა ახალი გვინეა, ტუვალუ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – ეს ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველოს თითო-თითო ადამიანი ეწვია.

ვიზიტის ტიპები

ტურისტების 43 % საქართველოში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში დარჩა.

ვიზიტის ტიპი 2015 2016
24 საათი და მეტი 2,281,971 2,720,970
ტრანზიტი 1,400,835 1,321,344
ერთდღიანი ვიზიტი 2,218,288 2,318,189
საზღვრის ტიპები

ტურისტთა 82 % სახმელეთო გზით შემოვიდა, საზღვაო საზღვრით 0.8 %-მა ისარგებლა.

საზღვრის ტიპი 2015 2016
სახმელეთო 5,034,368 5,182,780
საჰაერო 764,588 1,066,597
სარკინიგზო 62,664 60,389
საზღვაო 39,474 50,737
სასაზღვრო პუნქტები

სასაზღვრო პუნქტების მიხედვით ვიზიტების განაწილება შემდეგია:

საზღვარი 2015 2016
სარფი 1,406,998 1,262,799
სადახლო 1,087,763 1,164,810
წითელი ხიდი 1,011,601 1,164,495
ყაზბეგი 908,684 931,924
აეროპორტი თბილისი 627,903 845,874
ცოდნა 224,394 198,558
ნინოწმინდა 205,160 193,544
აეროპორტი ბათუმი 77,490 129,718
ვალე 91,920 108,561
აეროპორტი ქუთაისი 59,195 91,005
ვახტანგისი 61,124 68,770
კარწახი 6,353 46,003
გუგუთი 29,618 42,494
რკინიგზა სადახლო 27,768 32,004
რკინიგზა გარდაბანი 34,896 28,385
პორტი ფოთი 15,483 25,786
პორტი ბათუმი 20,879 22,694
პორტი ყულევი 3,112 2,257
სამთაწყარო 359 499
ახკერპი 394 323

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება