ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი: 2016 წელი

ენერგეტიკული ბალანსის წარმოების საჭიროება დაკავშირებულია გლობალური პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება.  ენერგეტიკული ბალანსის შემუშავებას განაპირობებს მომხარებელთა ფართო წრის მზარდი ინტერესი, რადგანაც ის წარმოადგენს ლოკალური თუ გლობალური პოლიტიკის დაგეგმვის საუკეთესო საშუალებას. 2016 წლის ენერგეტიკული ბალანსი, წინა წლების ბალანსების მსგავსად შედგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

2016 წლის ენერგეტიკული ბალანსის მონაცემთა საფუძველზე საქართველოში ფუნქციონირებს 22 ჰიდროელექტროსადგური, 49 მცირე ჰიდროელექტროსადგური, 5 თბოელექტროსადგური და 1 ქარის ელექტროსადგური.

საქართველოს აგრეგირებული ენერგიის წარმოება შეადგენს 57,634 ტერაჯოულს, იმპორტი – 156,380, ხოლო ექსპორტი – 10,451 ტერაჯოულს. იგი მოიცავს ენერგიის წარმოების ისეთ სახეებს, როგორებიცაა ქვანახშირი, ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი გაზი, ჰიდრო, გეოთერმული, მზის და ქარის ენერგია, ბიოსაწვავი და ნარჩენები, ელექტროენერგია, თბოენერგია. იხილეთ სრული პუბლიკაცია.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება