ოთხშაბათი , აპრილი 24 2024
geen

ინფლაცია საქართველოში: 2018 წელი, იანვარი

2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,3 % შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,52 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (9,8 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,3 %), რძე, ყველი და კვერცხი (3,0 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,0 %);

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,7 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,21 %-ული პუნქტით. ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (2,5 %), აგრეთვე წყალმომარაგების და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 %) ქვეჯგუფებზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 2,1 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,08 %-ული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3,5 %), ისე ტანსაცმლის (-1,5 %) ქვეჯგუფებზე.

იხილეთ სრული ინფორმაცია ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება