კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

სიახლეები

უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა: 2018 წ, III კვარტალი

2018 წლის მესამე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 883,220-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 57 %-ით აღემატება გასული კვარტლის მონაცემებს. მესამე კვარტალში ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთის ფედერაცია (165,092), აზერბაიჯანი (123,106), სომხეთი (111,470), თურქეთი (98,005). ვიზიტორთა 50 %-ის სტუმრობის მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაცია იყო, 16 %-ის - ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად..

ვრცლად »

TED საუბრები: პროკრასტინაცია

პროკრასტინაცია არის ქცევის ტიპი, რომელიც ხასიათდება მოქმედებების ან დავალებების გადადებით სხვა დროისთვის. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში პოპულარული ბლოგერი ტიმ ურბანი იუმორისტულ სტილში საუბრობს პროკრასტინატორი ადამიანის ტვინში მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით არსებობს ორი სახის პროკრასტინაცია - როცა საქმის გადადება ხდება ვადის ამოწურვამდე და როცა ვადა საერთოდ არ არსებობს. პირველ შემთხვევაში ადამიანები სამუშაოს ბოლო რამდენიმე დღისთვის მოიტოვებენ. ამ დროს "პანიკის..

ვრცლად »

საარსებო მინიმუმი: იანვარი-ოქტომბერი, 2018

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,"საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ". 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე..

ვრცლად »

საგარეო ვაჭრობა: იანვარი-სექტემბერი, 2018

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 %-ით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ- სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა..

ვრცლად »

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, ოქტომბერი

2018 წელს, წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ზრდამ 5.3 %, ხოლო II კვარტლის საშუალო ზრდამ 5.5 % შეადგინა. რაც შეეხება მესამე კვარტალს, 4.6, 2.0 და 5.6 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 4.9 % შეადგინა. აგვისტოში წინა თვეებთან შედარებით ნაკლები ზრდა დაფიქსირდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაში, რის შედეგადაც საბოლოოდ 2.0 %-იან ეკონომიკურ ზრდას ჰქონდა ადგილი. თუმცა, აღსანიშნავია აქტივობის გაუმჯობესება..

ვრცლად »

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება: 2018, სექტემბერი

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 % შეადგინა, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 %-ით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 %-ს შეადგენს. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის..

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, ოქტომბერი

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 % შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 %), ისე ტანსაცმლის (3,6 %) ქვეჯგუფებზე. ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 %-იანი..

ვრცლად »

საფინანსო სექტორის მიმოხილვა: სექტემბერი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებისმიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკურიინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს"საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკურიმიმოხილვის" სახით. გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემებისოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. იხილეთ სექტემბრის თვის საფინანსო სექტორის მიმოხილვის ანგარიში..

ვრცლად »

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (10 ბანკი და 2 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სახელმწიფო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას..

ვრცლად »

მაკროეკონომიკური მიმოხილვა: სექტემბერი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებისმიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკურიინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს"საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკურიმიმოხილვის" სახით. გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემებისოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. იხილეთ სექტემბრის თვის მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში..

ვრცლად »