ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა: 2018 წ, III კვარტალი

2018 წლის მესამე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 883,220-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 57 %-ით აღემატება გასული კვარტლის მონაცემებს. მესამე კვარტალში ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთის ფედერაცია (165,092), აზერბაიჯანი (123,106), სომხეთი (111,470), თურქეთი (98,005). ვიზიტორთა 50 %-ის სტუმრობის მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაცია იყო, 16 %-ის – ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად, 15 %-ის – მეგობრების/ნათესავების მონახულება, 7 %-ის – პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო დანარჩენის – შოპინგი, მკურნალობა, გაჯანსაღება და სხვა.

  • ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

 

***

სტატიის წყაროა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება