პარასკევი , მარტი 29 2024
geen

სასაკლაოების კვლევა: 2017 წელი

სასაკლაოების რაოდენობები

2017 წლის ბოლოს საქართველოში 72 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 45 % 4 რეგიონზე (იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა.

რეგიონი რაოდენობა %
იმერეთი 13 18.1
ქვემო ქართლი 12 16.7
კახეთი 11 15.3
შიდა ქართლი 9 12.5
სამეგრელო-ზემო სვანეთი 9 12.5
თბილისი 4 5.5
გურია 4 5.5
აჭარა 4 5.5
მცხეთა-მთიანეთი 3 4.2
სამცხე-ჯავახეთი 2 2.8
რაჭა-ლეჩხუმი-ქვ. სვანეთი 1  1.4
დაკლული ფრინველისა და ცხოველის რაოდენობები

2017 წელს სასაკლაოებში დაკლულია 326,440 სული პირუტყვი, მათ შორის 50.4 % – მსხვილფეხა, ხოლო 49.6 % – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 9,909,333 ერთეული შეადგინა.

ცხოველი/ფრინველი დაკლულის რაოდენობა (სული)
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 164,633
ცხვარი და თხა 76,629
ღორი 85,178
ფრინველი 9,909,333
სხვა 599
სულ 10,236,372
წარმოებული ხორცის რაოდენობა

სასაკლაოების მიერ 2017 წლის განმავლობაში 34,145,473 კგ. ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 41.4 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.7 % – ფრინველის, 14.8 % – ღორის, 2.8 % – ცხვრისა და თხის ხორცზე.

ცხოველი/ფრინველი წარმოებული ხორცი (კგ)
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 14,225,437
ცხვარი და თხა 967,955
ღორი 5,053,888
ფრინველი 13,896,995
სხვა 1,198
სულ 34,145,473
დაკვლის ფასები

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის დაკვლა – 24.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 9.4 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 22.0 ლარი.

2016 წელი და 2017 წლის პირველი 6 თვე

სასაკლაოების კვლევის 2017 წლის მონაცემებს შეგიძლიათ შეადაროთ 2016 წლის მონაცემები, ხოლო ამ ლინკზე იხილავთ 2017 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს.

 

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება