შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

მთავარი

ტურიზმი საქართველოში: 2017 წლის იანვარი-ივლისი

საქართველოში 2016 წელს 3,978,657 ტურისტი შემოვიდა (ეს 17 %-ით, 572,195 ადამიანით აღემატება 2016 წლის პირველი 7 თვის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (928,170), სომხეთიდან (851,759), რუსეთიდან (726,214) და თურქეთიდან (672,363) გვესტუმრა – მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (3,178,506 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 80 % შეადგინა.

ვრცლად »

სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის დასაგეგმად

თუ ტურიზმის სფეროში საქმიანობთ ან აპირებთ საქმიანობის დაწყებას, თქვენთვის სასარგებლო იქნება ”სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის დასაგეგმად”, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. ”ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრაფად მზარდ სექტორს. მისი მნიშვნელობა დიდია საქართველოშიც, სადაც იგი განვითარების აქტიურ ეტაპზე იმყოფება და აქვს პოტენციალი კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის …

ვრცლად »

რეიტინგი: კორუფციის აღქმის ინდექსი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსი გვაჩვენებს კორუფციის საერთო მოცულობას (სიხშირე ან/და კორუფციული გარიგებების მოცულობა) პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სექტორში და ახდენს ქვეყნების რანგირებას კორუფციის აღქმის მიხედვით. ინდექსი ეფუძნება ბიზნესში ჩართული პირების და ანალიტიკოსების გამოკითხვებს და 12 დაწესებულების შეფასებებს (ეს დაწესებულებებია the African Development Bank, the Bertelsmann Foundation, the Economist Intelligence Unit, Freedom …

ვრცლად »

რეიტინგი: Heritage Foundation – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს მთავრობა კერძო პირებისა და ბიზნესის ეკონომიკურ თავისუფლებას. ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში მთავრობა ხელს უწყობს შრომას, კაპიტალსა თუ საქონელს თავისუფლად მოძრაობასა და განვითარებაში. ინდექსი დგება 4 კომპონენტის (და 10 ქვეკომპონენტის) ანალიზის საფუძველზე. ესენია: კანონის უზენაესობა(საკუთრების უფლება, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, მთავრობის სამართლიანობა) მთავრობის …

ვრცლად »

პოზიციონირება: შესაძლო კონკურენტულ უპირატესობათა დადგენა

ბაზრის სეგმენტაციის და მიზნობრივი სეგმენტების შერჩევის შემდეგ კომპანიამ უნდა მოახდინოს პროდუქტის პოზიციონირება კონკურენტული უპირატესობისათვის. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეფასება მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით განაპირობებს პროდუქტის პოზიციას. ეს არის პოზიცია, რომელიც მოცემულ პროდუქტს მყიდველის თავში კონკურენტი პროდუქტებთან მიმართებაში უჭირავს. პოზიციონირება გულისხმობს მომხმარებლის გონებაში ბრენდის უნიკალური სარგებლისა და განმასხვავებელი მახასიათებლების ჩაბეჭდვას. მომხმარებელი გადატვირთულია პროდუქტისა …

ვრცლად »

სასაკლაოების კვლევა: 2016 წელი

2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა. 2016 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 34,457 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2016 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 311,313 სული პირუტყვი, მათ შორის 59.7 % მსხვილფეხა, ხოლო 40.3 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

ვრცლად »

სახელმწიფო პროგრამა: შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური  დახმარების გაწევას. პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე გარდა შემდეგი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი. მიზნობრიობა დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას შემნახველ საწარმოს …

ვრცლად »

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში შიდა ვიზიტორებმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურეს - 2016 წელს ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 13 მილიონამდე ვიზიტი შეადგინა, რაც 5%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (52.5 %) განხორციელდა, ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა შოპინგის (12.3 %) და მკურნალობა/გაჯანსაღების (11.1 %) მიზნით, ხოლო დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით განხორციელებულ ვიზიტების რაოდენობამ 9 % შეადგინა.

ვრცლად »

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი IV

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი აგროწარმოების უკეთესად დაგეგმვისთვის, დაფინანსების მიღებისთვის, საწარმოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელი ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი srca.gov.ge აქ ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების გარდა შეგიძლიათ იხილოთ ათეულობით აგრორჩევა მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, მევენახეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში. ღვინის ეროვნული …

ვრცლად »

გზამკვლევი: მერძეული ნახირის შექმნა

ამონარიდები ფერმერებისთვის სასარგებლო გზამკვლევიდან: ”ქართული მთის ძროხა საშუალოდ იწონის 180-200 კილოგრამს და ლაქტაციის მანძილზე იძლევა 900-1200 კგ. რძეს, რომელშიც 4,1-4,3 % ცხიმია. გაუმჯობესებული კვების პირობებში გამოზრდილი და მოშენებული ამ ჯიშის ძროხა 325-350 კილოგრამს აღწევს და მისი მონაწველი 2,0-3,0 ათას კილოგრამამდე მატულობს”. ”მეგრული წითელი საქონელი ტანით 1,3-ჯერ მეტია, ვიდრე ქართული მთის …

ვრცლად »