სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

რეიტინგი: კორუფციის აღქმის ინდექსი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსი გვაჩვენებს კორუფციის საერთო მოცულობას (სიხშირე ან/და კორუფციული გარიგებების მოცულობა) პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სექტორში და ახდენს ქვეყნების რანგირებას კორუფციის აღქმის მიხედვით. ინდექსი ეფუძნება ბიზნესში ჩართული პირების და ანალიტიკოსების გამოკითხვებს და 12 დაწესებულების შეფასებებს (ეს დაწესებულებებია the African Development Bank, the Bertelsmann Foundation, the Economist Intelligence Unit, Freedom House, Global Insight, International Institute for Management Development, Political and Economic Risk Consultacy, The PRS Group, Inc., the World Economic Forum, the World Bank and the World Justice Project). ინდექსი 100 ნიშნავს კორუფციის არარსებობას, ინდექსის ნულოვანი სიდიდე ნიშნავს კორუფციის უმაღლეს დონეს.

Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2016 წელს 176 ქვეყანას შორის საქართველო 57 ქულით 44-ე ადგილზე იმყოფება (2015 წელს საქართველო 48-ე ადგილზე იყო, 2006 წელს – 99-ე ადგილზე).

რეიტინგში პირველ ადგილზე დანიაა (90 ქულა), ბოლო ადგილზე კი სომალი (10 ქულა).

ქართულ ენაზე რეიტინგის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება