ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

მთავარი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები

2013 წლიდან  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. ისინი ფერმერებს უფასო კონსულტაციებს უწევენ სავარგულების დამუშავების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის, ცხოველთა მოვლის, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებებით, სახელმწიფო პროგრამების შესახებ და სხვა აგარულ საკითხებზე.  ქვემოთ მოცემულია რეგიონული სამმართველოების და მუნიციპალური სამსახურების კოორდინატები. კახეთი თელავი (რეგიონული სამმართველო): ზურაბ წიგნაძე, 551 …

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: განთავსების საშუალებები 2017 წლის ივლისში

საქართველოში 2017 წლის იანვარ-ივლისში 3,978,657 საერთაშორისო ტურისტი შემოვიდა, შიდა ვიზიტორთა ვიზიტების ჯამურმა რაოდენობამ კი I კვარტალში 3 მილიონამდე შეადგინა. 2017 წლის ივლისი ბოლოს ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსების 1,927 ობიექტი მოქმედებდა ჯამურად 26,869 ოთახით და 65,124 საწოლი ადგილით. 2017 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში 45 ახალი სასტუმრო გაიხსნა, ხოლო …

ვრცლად »

მაღალმთიანი დასახლების საწარმო: სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურა

მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან ამ სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის …

ვრცლად »

მარკეტინგული მიქსი 4P

მარკეტინგული მიქსი არის მარკეტინგული ინსტრუმენტების ნაკრები, რომელსაც იყენებს კომპანია საკუთარი პროდუქტის მიზნობრივ ბაზარზე გასატანად. იგი შედგება 4 კომპონენტისგან: პროდუქტი (Product), ფასი (Price), ადგილი (Place) და წახალისება (Promotion), რის გამოც მას ხშირად 4P-ს სახელით მოიხსენიებენ. პროდუქტი პროდუქტი არის საქონელი ან მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს ან სურვილებს. პროდუქტი შეიძლება იყოს მატერიალური …

ვრცლად »

საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 2017 წლის 1-ლი იანვრისთვის 3,718,200 ადამიანია. მოსახლეობის 57.2 პროცენტი (2,128,600) ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 42.8 პროცენტი (1,589,600) – სასოფლო დასახლებაში. მამაკაცთა რაოდენობაა 1,781,500 (მოსახლეობის 47.9 %), ხოლო ქალების – 1,936,700 (მოსახლეობის 52.1 %). ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19.5 …

ვრცლად »

ბიზნეს-იდეის წყაროები I

ბიზნესის დაწყების მსურველი პირველ რიგში სვამს კითხვას, თუ რა ბიზნესი დაიწყოს და აქტიურად ეძებს იდეების. პასუხის გაცემა ამ კითხვაზე უმეტესად მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მას შეუძლია. ბიზნესის არჩევა დამოკიდებულია მომავალი მეწარმის ცოდნაზე, უნარ-ჩვევებზე, გამოცდილებაზე, საწყისი კაპიტალის სიდიდეზე, კავშირებზე, სამოქმედო ტერიტორიაზე, ბაზრების მდგომარეობაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. თუ თქვენ ბიზნეს-იდეის ძებნის …

ვრცლად »

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების ხელშეწყობა თანადაფინანსების საშუალებით. პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60 %-ს. პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში, საკუთრებაში უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

ვრცლად »

პრობლემის გადაჭრის გზა: 5 რატომ

„5 რატომ“ იკვლევს მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას პრობლემის ანალიზში. იგი იყენებს  „რატომ?“ კითხვის განმეორებითი დასმის ტექნიკას. თითოეული პასუხი ქმნის შემდეგი კითხვის ფორმირების საფუძველს. კითხვა-პასუხის ამ ჯაჭვს მივყავართ პრობლემის მთავარი მიზეზის განსაზღვრამდე და  გვეხმარება მის მოგვარებაში. შეგვიძლია გამოვიყენოთ ექვსი, შვიდი ან უფრო მეტი „რატომ“, თუმცა უმეტესად „5 რატომ“  სრულიად საკმარისია პრობლემის მთავარი მიზეზის გამოსავლენად.

ვრცლად »

რეიტინგი: Fraser Institute – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (2016 წლის რეპორტი)

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუციები ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ინდექსი იზომება შემდეგი კომპონენტების ანალიზის საფუძველზე: მთავრობის ზომა: მთავრობის დანახარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები სამართლებრივი სტრუქტურა და ქონებრივი უფლებების დაცვა მყარი ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება საკრედიტო ბაზრის, შრომის ბაზრის და ბიზნესის რეგულირება Fraser …

ვრცლად »

ბაზრები და ბაზრობები: 2016 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგებით 2016 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 211 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 29,4 % ქალაქ თბილისშია განთავსებული, 21,8 % – იმერეთში, 12,3 % – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,4 % – კახეთის რეგიონში, 8,1 % – ქვემო ქართლში, 5,2 % – აჭარაში, 4,3 % – …

ვრცლად »