ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი IV

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი აგროწარმოების უკეთესად დაგეგმვისთვის, დაფინანსების მიღებისთვის, საწარმოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი srca.gov.ge

აქ ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების გარდა შეგიძლიათ იხილოთ ათეულობით აგრორჩევა მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, მევენახეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი georgianwine.gov.ge

აქ იხილავთ საქართველოში რეგისტრირებული ღვინის კომპანიების რეესტრს, ინფორმაციას ქართული ღვინოების შესახებ, ექსპორტის მაჩვენებლებს, რთველის სტატისტიკას (რთველის პერიოდში მონაცემები online-რეჟიმში ახლდება).

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი sakpatenti.org.ge

აქ იხილავთ პატენტის და სასაქონლო ნიშნის მიღებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას. აქვე შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს თითოეული პროდუქტის დეტალური აღწერით (ღვინო, ყველი, ჩურჩხელა, წყლები, ჩაი, თაფლი და სხვ.).

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება