სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში შიდა ვიზიტორებმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურეს – 2016 წელს ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 13 მილიონამდე ვიზიტი შეადგინა, რაც 5 %-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (52.5 %) განხორციელდა, ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა შოპინგის (12.3 %) და მკურნალობა/გაჯანსაღების (11.1 %) მიზნით, ხოლო დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით განხორციელებულ ვიზიტების რაოდენობამ 9 % შეადგინა.

2016 წელს შიდა ვიზიტების 24 % საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (21 %) და აჭარა (11 %). დასვენების მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს შორის ყველაზე ხშირად მონახულებადი რეგიონები იყო: აჭარა (21 %), მცხეთა-მთიანეთი (18 %) და სამცხე-ჯავახეთი (14 %).

2016 წელს საქართველოში შიდა მოგზაურობის დეტალური მონაცემები იხილეთ აქ.

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება