სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

გზამკვლევი: მერძეული ნახირის შექმნა

ამონარიდები ფერმერებისთვის სასარგებლო გზამკვლევიდან:

”ქართული მთის ძროხა საშუალოდ იწონის 180-200 კილოგრამს და ლაქტაციის მანძილზე იძლევა 900-1200 კგ. რძეს, რომელშიც 4,1-4,3 % ცხიმია. გაუმჯობესებული კვების პირობებში გამოზრდილი და მოშენებული ამ ჯიშის ძროხა 325-350 კილოგრამს აღწევს და მისი მონაწველი 2,0-3,0 ათას კილოგრამამდე მატულობს”.

”მეგრული წითელი საქონელი ტანით 1,3-ჯერ მეტია, ვიდრე ქართული მთის ძროხა,კარგად არის შეგუებული მომთაბარეობისპირობებს, იძლევა საუკეთესო მუშა ხარებს,გამოირჩევა რძის მაღალი ცხიმიანობითდა გაუმჯობესებული კვებისა და მოვლა-შენახვის პირობებში შეუძლია წელიწადში 2,0-3,0 ათასი კილოგრამი რძის მოცემა 4,2-4,4 % ცხიმიანობით, ანუ საბაზისო ცხიმიანობასთან შედარებით 0.6-0.8%-ით მეტი”.

”შვიცური ჯიშისაქართველოში აპრობირებული და აკლიმატიზირებული ჯიშია. ისინი კარგი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობით, მტკიცე ძვალეულით, მაგარი ჩლიქებით და საძოვრების კარგიგამოყენების უნარით გამოირჩევა. ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 550-600 კგ.-ია, მონაწველი ევროპის ქვეყნებში 4-5 ათასი კგ.-ს შეადგენს, რძის ცხიმიანობა მერყეობს 3,6-4,2%-ს შორის”.

”ჰოლშტინო-ფრიზული ჯიშები მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით ხასიათდება. ფურების ცოცხალი მასაა 600-650 კგ., მონაწველი – 6,0- 12,0 ათასი კგ., რძის საშუალო ცხიმიანობა – 3,6-3,7 %”.

”ფერმის აშენების შემდეგ მისი პირუტყვით დატვირთვა და პროდუქტიული ნახირის შექმნა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელსაც ფერმერის პრაქტიკული გამოცდილება და მეძროხეობის დარგში გარკვეული ცოდნა ესაჭიროება. ნახირის ფორმირებისას პირველ რიგში სწორად უნდა იქნეს შერჩეული ძროხის ჯიში. უპირატესობა უნდა მიეცეს იმ ჯიშებს, რომელებიც კარგად არიან შეგუებული მოცემულ ზონაში ცხოველების კვებისა და შენახვის ტექნოლოგიებს. დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთიანი რეგიონებისათვის ასეთია ქართული მთის საქონელი, დასავლეთ საქართველოს მომთაბარე მეცხოველეობის ზონაში – მეგრული წითელი ჯიში. ყველა სხვა შემთხვევაში, იქ სადაც მცირემიწიანობის გამო ფერმერებს მყარი და მრავალფეროვანი საკვები ბაზის შექმნის რესურსი არ გააჩნიათ, რეკომენდებულია კავაკსიური წაბლა ჯიშის მოშენება”.

აქ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევი მერძეული ნახირის შექმნისთვის.

***

გზამკვლევი შემუშავებულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება