კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მთავარი

ცხვარი და თხა: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს - 1,057,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს - 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია. 2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად ორიენტირება დაიწყო ცხვრის ხორცის ექსპორტზე.

ვრცლად »

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: 2017 (წინასწარი მონაცემები)

2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,728.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7,979.2 მლნ. აშშ დოლარი (9.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,251.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში 2012-2017 წწ...

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2017 წლის შედეგები

საქართველოში 2016 წელს 7,554,936 ტურისტი შემოვიდა (ეს 19 %-ით, 1,194,433 ადამიანით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთიდან (1,718,016), აზერბაიჯანიდან (1,694,998), რუსეთიდან (1,392,610) და თურქეთიდან (1,246,745) გვესტუმრა - მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (6,052,369 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 80 % შეადგინა. პუერტო-რიკო, საფრანგეთის გვიანა, ვანუატუ, რეუნიონი - თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს 2 ადამიანი ეწვია...

ვრცლად »

სურსათის ფასები: 2017 წლის I-II-III კვარტლები

ქვემოთ მოცემულია სურსათის კონკრეტული სახეების საშუალო საცალო ფასები 2017 წლის I, II და III კვარტლისთვის. (სურსათის საშუალო საცალო ფასი გამოთვლილია 1 კილოგრამი სურსათის ღირებულების 100-ზე გამრავლებით). ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტების და არარეზიდენტების მიერ პირადი მოხმარების მიზნით საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ცვლილების დასადგენად იყენებენ სამომხმარებლო ფასების ინდექსს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლისა და...

ვრცლად »

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2017 წლის 3 კვარტალი

ფინანსურ ინვერტიციებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავია. მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში არსებითად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იწვევს ქვეყანაში წარმოების მასშტაბისა და დასაქმების დონის ზრდას. ამის გარდა, ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემების...

ვრცლად »

საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი: 2016 წელი

ენერგეტიკული ბალანსის წარმოების საჭიროება დაკავშირებულია გლობალური პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება.  ენერგეტიკული ბალანსის შემუშავებას განაპირობებს მომხარებელთა ფართო წრის მზარდი ინტერესი, რადგანაც ის წარმოადგენს ლოკალური თუ გლობალური პოლიტიკის დაგეგმვის საუკეთესო საშუალებას. 2016 წლის ენერგეტიკული ბალანსი, წინა წლების ბალანსების მსგავსად შედგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ...

ვრცლად »

საქართველოს ჩაის ბაზარი – 2016 წელი

საქართველოში 2016 წელს 3,000 ტონა ჩაის ფოთოლი იყო წარმოებული. 2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1,400 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა და 1.3-ჯერ მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები: 25-100-ცალიანი ერთჯერადი პაკეტების შეკვრები, 50-75-100-350-გრამიანი დასაყენებელი ჩაის შეკვრები.

ვრცლად »

ემოციური ინტელექტი ბიზნესში

პირველად  ემოციური ინტელექტი შემდეგი მიგნების ასახსნელად გაჟღერდა: საშუალო IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტი) მქონე ადამიანები შემთხვევების 70%-ის განმავლობაში  უმაღლესი  IQ-ს მქონეებს სჯობდნენ. ამ ანომალიამ ბზარი გაუჩინა რწმენას, რომ წარმატების საწინდარი მხოლოდ მაღალი IQ არის. ათეულობით წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ემოციური ინტელექტი არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ბრწყინვალე მომუშავეს დანარჩენებისგან გამოარჩევს.

ვრცლად »

საბანკო ტერმინების ლექსიკონი

რა არის ავიზო? რას ნიშნავს ლევერიჯი ან რევალვაცია? ეს და სხვა 1,000-მდე საბანკო, ფინანსური, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული ტერმინის განმარტება შეგიძლიათ იხილოთ  საბანკო ტერმინების ლექსიკონში, რომელიც ”საქართველოს ბანკმა” შექმნა. ტერმინების განმარტების ლინკზე ნახვის გარდა, შეგიძლიათ გადმოიწეროთ google extension, რომელიც ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში. ამით შესაძლებლობა მოგეცემათ ინტერნეტსივრცეში ნებისმიერ მისამართზე (საიტზე) შესვლისას, …

ვრცლად »

ახალი პროდუქტის ფასწარმოქმნის სტრატეგიები

ფასწარმოქმნის სტრატეგიები პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ეტაპების მიხედით იცვება. ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი პროდუქტის გამოშვებისას გვხვდება. არჩევანი ორ სტრატეგიის შორის არის გასაკეთებელი: ე.წ. ,,ნაღების მოხდის’’ ფასწარმოქმნასა და „ბაზარზე შეღწევის“ ფასწარმოქმნას შორის. ბაზარზე ნაღების მოხდის ფასდადების სტრატეგია -  ბევრი კომპანია ახალ პროდუქტზე თავდაპირველად აწესებს მაღალ ფასს, რათა მიიღოს მაღალი შემოსავალი (ასე ვთქვათ ,,ნაღები მოხადოს’’) ბაზრის ყველა ფენიდან.

ვრცლად »